ქალთა ფონდ „სოხუმში“ შექმნილია მეგობრული სივრცე, სადაც თავისუფალ დროს ერთად ატარებენ ბავშვები უკრაინიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან.

აპრილში ჩატარდა მეცადინეობები 6 კურსის მიხედვით - ქართული ენა, ინგლისური ენა, პოლიმერული თიხისგან ძერწვა, სამსახიობო ხელოვნება, ქარგვა, ფოტო და ვიდეოგადაღება.

17 აპრილს დასრულდა ფოტო-ვიდეო გადაღების პირველი ორთვიანი კურსი და მუშაობას შეუდგა ახალი ნაკადი.

აპრილში მთავრდება ძერწვის ორთვიანი კურსიც. ამ კურსზე ბავშვები არა მარტო ახალ საქმეს სწავლობენ, არამედ ერთმანეთს ამბებს უყვებიან, ქართულად მღერიან, განსაკუთრებით მოსწონთ „სულიკო“.

ნაყოფიერად ტარდება ინგლისურის და ქართულის კურსები. ბავშვები სწავლობენ სიტყვებს, აწყობენ წინადადებებს, მართავენ დიალოგებს...

მეგობრული სივრცე ბავშვებისთვის - ამას გულისხმობს ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ბავშვების შერეულ ჯგუფს უტარდება კურსები (აქ არიან ბავშვები უკრაინიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან და ასევე - ქუთაისში მცხოვრები ბავშვები).

ისინი თითქმის ყოველდღე მოდიან ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში, ესწრებიან გაკვეთილებს ორ-სამ კურსზე. ხალისით და ინტერესით სწავლობენ ქართულ და ინგლისურ ენებს. ამას გარდა, მათთვის ჩამოყალიბდა პოლიმერული თიხისგან ძერწვის, სამსახიობო ხელოვნების, ქარგვის, ფოტო და ვიდეოგადაღების კურსები. არის ფსიქოლოგიური დახმარების ჯგუფიც.

სკოლისგან თავისუფალ დროს ბავშვები პედაგოგებთან ერთად საინტერესოდ ატარებენ. მათ უკვე მოასწრეს ერთმანეთთან დამეგობრება და სწავლების პირველი შედეგებიც გაჩნდა.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში

PIN მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები