მრგვალ მაგიდას სამტრედიის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ესწრებოდნენ ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიციის, სოციალური, საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დახმარებასა და ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

მოწვეულმა იურისტმა ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების შესახებ. ყურადღება გაამახვილა უწყებებს შორის თანამშრომლობაზე, რაც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სამტრედიის საკრებულოში შეიკრიბნენ საბავშვო ბაღის ხელმძღვანელები. ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით მათთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრაზე განიხილეს აქტუალური საკითხები: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ძალადობის პრევენცია,  რეფერირების ადგილობრივ სტრუქტურებს შორის კოორდინაცია, მოწყვლადი ოჯახების საჭიროებების იდენტიფიცირება და სოციალური პარტნიორობის ადგილობრივი სისტემის აუცილებლობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე სამოქალაქო ინიციატივების  მინიპროექტის „დაარღვიე სიჩუმე - შეაჩერე ძალადობა“ ფარგლებში მიმდინარე საქმიანობის შედეგები განიხილეს. კომისიის წევრების პოზიციით, მსგავსი მუშაობა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით უნდა გაგრძელდეს, რათა გათვალისწინებულ იქნას საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის და სერვისების მიწოდების კუთხით არსებული საჭიროებები

კომისიაზე ოჯახში ძალადობის ქეისები განიხილეს და ერთობლივი რეაგირების საკითხებზე შეთახმდნენ. კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო, რამდენად მნიშვნელოვანია ინტერსექტორული კოორდინაცია და თანამშრომლობა.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით, ხობის  მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილებასა და სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებასთან თანამშრომლობით ჩატარდა შეხვედრა „ადგილობრივი თანამშრომლობა ბავშვზე/ოჯახებზე ორიენტირებული  ფსიქოსოციალური გარემოსთვის“.

გაიმართა მნიშვნელოვანი დიალოგი  ბავშვზე/ოჯახებზე ორიენტირებულ სერვისებზე, გამოწვევებზე, ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში  თანამშრომლობის ასპექტებზე, ოჯახში ძალადობის პრევენციის და დაზარალებულთა დახმარების საკითხებზე. მოხდა ინფორმაციის გაცვლა რთულ ქეისებზე და დაიგეგმა კონკრეტული ერთობლივი ღონისძიებები ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის დასახმარებლად.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სოფელ ახალსოფელში (სენაკის მუნიციპალიტეტი) ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ბავშვთა განყოფილებასთან ერთად  საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენელები, მრავალშვილიანი და მარტოხელა დედები, საბავშვო ბაღის პედაგოგები და მოწყვლადი კატეგორიის ქალები.

შეხვედრის მიზანი იყო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხების რეფერირების ადგილობრივ სტრუქტურებს შორის კოორდინაციის და ინფორმაციის გაცვლის სისტემის ხელშეწყობა. ისაუბრეს ოჯახში ძალადობის პრევენციაზე, მოწყვლადი ქალების და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებზე, მუნიციპალურ სერვისებზე და ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ შეთავაზებულ სერვისებზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ერთად - 27 წელი!

8 მარტი ქალთა ფონდი „სოხუმის“ დაბადების დღე და ჩვენი პოზიტიური, საჭირო და გაბედული საქმიანობის დღესასწაულია. ჩვენი ორგანიზაცია 27 წლის გახდა და ამ წლების განმავლობაში ბევრი ქალის ცხოვრება შეცვალა.

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ დაბადების დღე Boutique Hotel Argo-ში აღნიშნა.

შეკრებილებმა ნახეს თამარ მშვენიერაძის და მარიამ ჯაჭვაძის ფილმი „ანას პროცესი“. შემდეგ იყო დისკუსია და დიალოგი შემოქმედებით ჯგუფთან.

დანარჩენი ისე წარიმართა, როგორც დაბადების დღეს შეეფერება:

იყო მოგონებები - ფონდი „სოხუმის“ წარმატების ისტორიები, 27 წლის  გუნდის საკადრო გალერეა.

იყო მილოცვები...

და ბოლოს ქალთა ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლამ გამახარიამ გაჭრა სადღესასწაულო ტორტი წარწერით: ერთად - 27 წელი.

დიდი ისტორიის და გამოცდილების მქონე ორგანიზაცია აქტიურად განაგრძობს მუშაობას არჩეული მიმართულებების მიხედვით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკში ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ქალებზე, მშვიდობასა და სოლიდარობის საკითხებზე იმსჯელეს.  გაიხსენეს წარმატებული ქალების ისტორიები, რომლებმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელეს. სოლიდარობა ნებისმიერ საკითხში მნიშვნელოვანია, ეს არის ძალა, მხარდაჭერა, თანაგრძნობა, რომელიც განსაზღვრას წარმატებას - აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.

იგივე თემაზე ისაუბრეს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა და ქალთა უფლებებსა და თანასწორობაზე გააკეთეს აქცენტი. ახალგაზრდების აზრით, სოლიდარობა ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობისმ შენებლობას და ამ საქმეში ქალებს მეტი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: დეზინფორმაცია,არასწორი ინფორმაციისა და ცრუ ნარატივების გავრცელება,როგორც,თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვანი გამოწვევა.მედიაწიგნიერების არსისა და მნიშვნელობის შესახებ ახალგაზრდებს ინფორმაცია გამოცდილმა ტრენერმა მიაწოდა.მონაწილეებმა განიხილეს დეზინფორმაციის საკითხები და დაეუფლნენ ყალბი ინფორმაციის რეალობისგან გარჩევის პრაქტიკულ უნარებს. კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მშვიდობისა და სოლიდარობის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება,იმსჯელეს ქალის როლზე და წარმატებული ქალების ისტორიები გაიხსენეს,ისაუბრეს მათ წვლილსა და განხორციელებულ საქმეებზე.სოლიდარობა სერიოზული ძალა,მხარდაჭერა და თანაგრძნობაა,რომელიც წარმატებას განსაზღვრავს და მნიშვნელოვანია ნებისმიერ საკითხსა და გარემოებაში-აღინიშნა შეხვედრაზე.

„ცხოვრების განმავლობაში ადამიანი სხვადასხვა ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ მოთხოვნას უპირისპირდება, რაც მისგან ადეკვატურ რეაქციას მოითხოვს. ამგვარი მოთხოვნების მიმართ ეფექტიანი რეაგირების უნარი ადაპტაციის სახელით არის ცნობილი. ფსიქოლოგიური პროცესების და სოციალური პირობების გათვალისწინება გვიადვილებს ადამიანის ქცევის პროგნოზირებას“, - აღნიშნა ფსიქოლოგმა. მისი შეხვედრების ძირითადი თემა იყო „ადამიანის ქცევა სოციალურ გარემოში“.  

შეხვედრები, ძირითადად, წარიმართა ჯგუფური ფორმატით. იყო რამდენიმე  ინდივიდუალური შეხვედრაც.

სამტრედიის, ზუგდიდის (სოფელ დიდინეძში), სენაკის, წალენჯიხის და ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ფსიქოლოგი ეკატერინე ქვაჩაკიძე შეხვდა სკოლის პედაგოგებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, მოსწავლეებს, რისკის ჯგუფის და სოციალურად დაუცველ ქალებს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები