ახალგაზრდული კლუბის სამი შეხვედრა

კატეგორია: კლუბები გადასვლები: 2032
მაისის დასაწყისში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის სამი შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა ისაუბრეს ეთიკის, ესთეტიკის, სქესობრივი აღზრდისა და ნაადრევი ქორწინების საკითხებზე.
1 მაისს წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში 18 ახალგაზრდა შეიკრიბა (ესწრებოდა 4 მშობელიც) და მათი აქტიურობით საინტერესო დისკუსია გაიმართა.
როგორც აღინიშნა, ერთ-ერთი კლასიდან ორი გოგონა გათხოვდა, ამიტომ აუცილებელია ასეთი აქტუალური თემების განხილვა, ინფორმირება მსგავს თემებზე, რაც სხვა კუთხით  დაანახებს ახალგაზრდებს პრობლემებს.
კოკის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრაში 4 მაისს მონაწილეობა მიიღო 15 ახალგაზრდამ. შეხვედრას ესწრებოდა აგრეთვე 3 მოსწავლე ორსანტიის სკოლიდან. დისკუსიაში ყველა აქტიურად ჩაერთო.
ერთგვარი „უხერხული თემების“ მიუხედავად, იყო თავისუფალი სივრცის შეგრძნება და ახალგაზრდების გულწრფელობა.
მესამე შეხვედრა 5 მაისს ჩატარდა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. თემამ ცოტათი დაძაბა  აუდიტორია. მოსწავლეთა ნაწილი ამბობდა, რომ აუცილებელია მსგავს თემებზე შეხვედრები, ნაწილი კი წინააღმდეგი იყო. თუმცა მათ გამოხატეს თავიანთი პოზიცია, გულახდილად ისაუბრეს პრობლემებზე, განსაზღვრეს ეთიკისა და ესთეტიკის ნორმები.
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)