აქცია ქუთაისში

კატეგორია: აქციები ავტორი: Super User გადასვლები: 5527

 

აქციის ორგანიზატორი - ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი - ყოველწლიურად ეხმაურება მშვიდობის საერთაშორისო დღეს. წელს ამ დღის აღნიშვნა ცენტრის მობილიზატორმა 29-ე საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებთან ერთად გადაწყვიტა.

მოსწავლეებმა ლამაზი ნახატებით გააფორმეს ფერადი ბუშტები, ფურცლებზე დაწერეს სამშვიდობო მესიჯები. მათგან მთავარი ასე ჟღერს: „ჩვენ მშვიდობა გვინდა!“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)