სოლიდარობის აქცია სენაკში

კატეგორია: აქციები ავტორი: Super User გადასვლები: 2898

  

ტრადიციულად, წელსაც გამოხატეს სენაკში მცხოვრებმა ადამიანებმა თავიანთი სოლიდარობა საერთაშორისო კამპანიისადმი „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

აქციაზე გვერდიგვერდ იდგნენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტები,  გენდერული საკონსულტაციო საბჭოს, ახალგაზრდული კლუბის და  ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები. სწორედ ასე ერთიანად დაუჭირეს მათ მხარი კამპანიის სლოგანს „სახლში მშვიდობიდან -  მსოფლიოში მშვიდობისკენ“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)