ფორუმ-თეატრი ხონში

კატეგორია: ფორუმ-თეატრი ავტორი: Super User გადასვლები: 2979
6 წარმოდგენა გამართა ხონის ცენტრალურ პარკში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა. მაყურებელთა შორის იყვნენ ახალგაზრდებიც და შედარებით ასაკოვანი ადამიანებიც. მათ მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში, მოეწონათ სცენები, მაგრამ არ შეუცვლიათ მათი მიმდინარეობა  - არ უცდიათ თავად ეთამაშათ მსხვერპლისა თუ მოძალადის როლი.
წარმოდგენის დროს გამვლელმა ქალმა ყვირილი დაიწყო. რეჟისორმა აუხსნა, რომ ეს თამაშია. მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება, როცა  ფორუმ თეატრის ქუჩაში მართავს წარმოდგენებს.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)