ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ქუთაისსა და ფოთში

კატეგორია: ფორუმ-თეატრი ავტორი: Super User გადასვლები: 2703
 
1 დეკემბერს ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები.
ნათამაშები იყო 5 სცენა, ყველა მათგანს ახლდა განხილვა. დისკუსიაში აქტიურად ჩაერთო ჟურნალისტი, რომელიც ინტერვიუსთვის მოვიდა. როდესაც გაიგო, რომ მსახიობები არ არიან პროფესიონალები, გაიკვირვა და აღნიშნა, რომ ბევრ პროფესიონალ მსახიობს უჭირს თამაში რეკვიზიტების გარეშე და ღია ცის ქვეშ. და რომ ეს არის ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი სანახაობა.
მეორე წარმოდგენა ფორუმ-თეატრმა ფოთის მე-5 სკოლაში გამართა. შეკრებილებს  მოეწონათ წარმოდგენილი თემები და იმსჯელეს სიტუაციიდან გამოსავალზე. მოსწავლეებმა  გამოხატეს სურვილი, რომ სკოლაში თვითონაც ჩამოაყალიბონ ფორუმ-თეატრი და მაყურებელს შესთავაზონ აქტუალური საკითხები.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)