ფორუმ-თეატრის ახალი წარმოდგენები, რეპეტიციები...

კატეგორია: ფორუმ-თეატრი ავტორი: Super User გადასვლები: 1187

1 2 3 4 5

ოქტომბერში აქტიურად დაიწყო ფორუმ-თეატრის ახალ წარმოდგენებზე მუშაობა, რეპეტიციები, დიალოგების დამუშავება, რომელშიც ჩართულია მოხალისეთა ჯგუფი.

წარმოდგენები ტარდება ქალაქის პარკებში. პანდემიის გამო მაყურებელთა რაოდენობა შემცირდა, მაგრამ ინტერესი მაინც ვლინდება, გამვლელები ამხნევებენ მსახიობებს: „არ მოდუნდეთ, თქვენ საჭირო საქმეს ემსახურებით“.

პანდემიამ მსახიობებს ასწავლა, რომ უნდა ჰქონდეთ ვიდეოჩანაწერები, რათა ინტერნეტით შეძლონ ურთიერთობა მაყურებელთან. სწორედ ამ მიღებული გაკვეთილების მიხედვით მოქმედებენ ისინი ახლა - ამზადებენ ვიდეორგოლებს, აკეთებენ წარმოდგენების ჩანაწერებს...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)