ჩრდილების თეატრის საზაფხულო წარმოდგენები ქუთაისში

1 2 3 4

ჩრდილების თეატრი ქუთაისის კერძო საბავშვო ბაღს ესტუმრა და ორი წარმოდგენა გამართა სხვადასხვა ჯგუფის ბავშვებისთვის. პატარებმა დიდი ინტერესით უყურეს მათთვის დადგმულ ზღაპარს „თალგამი“.

ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულები თალგამის „ამოღებაში“, მათ ძალიან მოეწონათ წარმოდგენა, ბაღის დირექტორმა კი საინტერესო წარმოდგენისთვის მადლობა გადაუხადა ახალგაზრდა მსახიობებსა და რეჟისორს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ქუთაისსა და წყალტუბოში

1 2 3 4

ქუთაისსა და წყალტუბოში ჩატარდა ფორუმ-თეატრის წარმოდგენები, ნაჩვენები იყო 9 სცენა. მაყურებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო მიგრაციის თემაზე შექმნილი წარმოდგენა, რომელმაც  აქტიური დისკუსია გამოიწვია. ასევე მნიშვნელოვანი იყო დედა-შვილის სცენის განხილვა, სადაც აქცენტირება გაკეთდა დედაზე, რომელიც ემსხვერპლა შვილს.

- ეს წარმოდგენები უნდა ანახოთ როგორც მოზარდებს, ახალგაზრდებს, ასევე უფროს თაობას. ადამიანები თავიანთ პრობლემებს დაინახავენ და იფიქრებენ, როგორ მოაგვარონ, როგორ იპოვონ გამოსავალი. ეს კი  საფუძველს ჩაუყრის არაძალადობრივი საზოგადოების შექმნას, - აღნიშნა ერთ-ერთმა მაყურებელმა.

სწორედ ეს არის ფორუმ-თეატრის მისია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრი გურიასა და იმერეთში

1 2

 3 4

ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა მაისში.

ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში აჩვენეს 5 სცენა. მაყურებლებისთვის უჩვეულო   იყო ასეთი ფორმით გამხელილი პრობლემები - დედა-შვილის ურთიერთობა, კონფლიქტები ოჯახში, მიგრაცია, ძალადობა...

სოფელ ზედა სიმონეთშიც (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) პირველად იყვნენ ახალგაზრდა მსახიობები. დისკუსიაში აქაც ინტერესით ჩაერთნენ მაყურებლები - მოსწავლეები და პედაგოგები. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ბიჭები.

გურიაშიც და იმერეთშიც თვალსაჩინო იყო, თუ რამდენად იმოქმედა თეატრალურმა სცენებმა მაყურებელზე და დააფიქრა ისინი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩრდილების თეატრი სტუმრად ფოთელ ბავშვებთან

1 2 3 4 5 6

ფოთის  1-ლ და მე-3 საჯარო ბაღებში  ჩრდილების თეატრის წარმოდგენები გაიმართა. „თალგამი“ - ეს სპექტაკლი ძალიან სახალისო იყო ბავშვებისთვის. მათ მოეწონათ გმირები, სიმღერები. რამდენიმე ბავშვი ეკრანსაც კი მიუახლოვდა და იქიდან ეხმარებოდა გმირებს თალგამის ამოღებაში.

საინტერესო იყო რეჟისორის გამოსვლა და შემდგომი დისკუსიები, სადაც აქტიურად ჩაერთნენ პედაგოგები, დირექტორები. მათი აზრით, ეს ბავშვებთან მუშაობის კარგი ფორმაა და მადლობა გადაუხადეს სტუმრებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„თალგამი“ - ჩრდილების თეატრის წარმოდგენა საბავშვო ბაღში

1 2 3

ქუთაისის მე-10 საბავშვო ბაღში ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ ჩრდილების თეატრის წარმოდგენა ორ ჯგუფთან. დასაწყისში რეჟისორმა მოკლედ უამბო ბავშვებს  მუშაობის პროცესზე და თანასწორობაზეც ისაუბრა, რაზეც ყურადღებას ამახვილებს წარმოდგენა.

შემდეგ პატარებმა ნახეს სპექტაკლი „თალგამი“. მათ ძალიან იხალისეს.  წარმოდგენის შემდეგ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. პედაგოგებმა დიდი მადლობა გადაუხადეს ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდა მსახიობებს, რადგანაც ბავშვებისთვის პირველად გაიმართა უფასო წარმოდგენა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები