ხუთი წარმოდგენა ფოთში

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა 5 წარმოდგენა ჩაატარა ფოთის მე-7 საჯარო სკოლაში. მაყურებელს მოეწონა სცენიდან ნათქვამი სიმართლე. შეკრებილებმა  წარმოდგენებში ჩართვის სურვილი ნაკლებად გამოხატეს, მაგრამ დისკუსიის დროს გამოიკვეთა მათი შეურიგებელი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრი ნახახულევში

   

 

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა წარმოდგენები გამართა სოფელ ნახახულევში (ხონის მუნიციპალიტეტი). ნაჩვენები იყო ხუთი სცენა. შემდეგ გაიმართა დისკუსია. ბავშვებთან ერთად მასში მონაწილეობა მიიღეს სოფლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. აღინიშნა, რომ ძალადობიდან ყოველთვის არის გამოსავალი. სახელმწიფო სტრუქტურები და საზოგადოება უნდა ცდილობდნენ პრევენციული ზომების გატარებას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

83 მაყურებელი - ფორუმ-თეატრი წყალტუბოში

  

წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში ფორუმ-თეატრის 6 წარმოდგენა გაიმართა. 83 მაყურებელი იყო დარბაზში - მოსწავლეები, მასწავლებლები. ისინი ემოციას და მოწონებას ტაშით გამოხატავდნენ. მაყურებელთა მოთხოვნით, დედა-შვილის სცენა მსახიობებმა ორჯერ ითამაშეს. აქტიური მაყურებლები დისკუსიაშიც ჩაერთნენ და ისაუბრეს პრობლემაზე, გამოსავალზე, თითოეული ადამიანის წვლილზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

პირველად სენაკში - ფორუმ-თეატრის რეპერტუარის ახალი წარმოდგენა

 

ფორუმ-თეატრი სტუმრად ეწვია სენაკს და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-7 საჯარო სკოლაში ჩაატარა წარმოდგენები. ნაჩვენები იყო 6 სცენა, მათ შორის ერთი ახალი - 16 წლის გოგონას როგორ ათხოვებს მამა. ამ სცენამ აქტიური დისკუსია გამოიწვია. ახალგაზრდებმა თამამად ისაუბრეს ზოგიერთ ტრადიციაზე, რომელიც ძალადობის ტოლფასია. შედეგად, მაყურებელმა აღნიშნა, რომ ქალის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს  და მავნე ტრადიციებს უარი ეთქვას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრი - გადაცემაში „შუადღე“

 

იანვარში ფორუმ-თეატრის მეორე წარმოდგენა შედგა ქუთაისის კერძო სკოლაში  „21-ე საუკუნე“. მაყურებელმა ინტერესით მიიღო ყველა სცენა და შეიგრძნო ფორუმ-თეატრის მთავარი სათქმელი - არ შეურიგდეს ძალადობას!

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრი საკმაოდ პოპულარული გახდა თავისი წარმოდგენებით. სწორედ ამიტომაც მიიწვიეს ახალგაზრდა მსახიობები 24 იანვარ ტელეკომპანია „რიონის“  გადაცემაში „შუადღე“. ახალგაზრდებმა ისაუბრეს ფორუმ-თეატრის სპეციფიკაზე, ძალადობის აქტუალობაზე და იმაზე, რომ თითოეულმა ადამიანმა უნდა შეძლოს კონფლიქტის მართვა ძალადობის განვითარებამდე და გააკეთოს თუნდაც მცირედი ძალადობის პრევენციისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები