ახალგაზრდული კლუბების განახლებული მუშაობა

კატეგორია: ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა ავტორი: Super User გადასვლები: 1092

1  2 3

 4 5 6

ახალ სასწავლო წელს განახლდა ახალგაზრდული კლუბების მუშაობა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. ნახევარწლიანი თანამშრომლობისთვის შეირჩა ახალი  სკოლები - სიმონეთში (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), თეკლათში (სენაკის მუნიციპალიტეტი), ორსანტიაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

უკვე ჩატარდა პირველი შეხვედრები. ინტერესი დიდია არა მარტო მოსწავლეების, არამედ სკოლის ხელმძღვანელების, პედაგოგების მხრიდან. სამომავლო გეგმებიც გაჩნდა: სხვადასხვა აქტივობა, გაცვლითი შეხვედრები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)