გენდერული პოლიტიკის დამკვიდრება, სამოქალაქო ჩართულობა და სხვა საკითხები - ტელესიუჟეტი „რიონის“ ეთერში

კატეგორია: მასმედია ავტორი: Super User გადასვლები: 2770

ტელეკომპანია „რიონმა“ მოამზადა და ეთერში გაუშვა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ფონდი „სოხუმის“ პროექტს „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და  დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ - შეხვედრებს იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლის მიზნით.

სიუჟეტში ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა მაყურებელს გააცნო  პროექტის მიზნები და ამოცანები, მისი მნიშვნელობა ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის დამკვიდრებისათვის. შეეხო მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოების როლს და სამოქალაქო ჩართულობას, როგორც გენდერული თანასწორობის მიღწევის  ეფექტურ  იარაღს.

საერთაშორისო ორგანიზაცია PIN-ის (ადამიანი გაჭირვებაში) წარმომადგენელმა ისაუბრა 4 პარტნიორ ორგანიზაციასთან, მათ შორის  ფონდ „სოხუმთან“ ერთად თვითმმართველობებთან თანამშრომლობით განხორციელებულ სოციალურ პროექტებზე. მაყურებელმა მიიღო ინფორმაცია „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტებზე საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, რაც ევროპაში, მათ შორის ჩეხეთში არსებული პრაქტიკის დანერგვაა და ხელს უწყობს რეალური თვითმმართველობის განხორციელებას.

 
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით