მთავარი მესიჯი ქუთაისელი ჟურნალისტებისთვის

კატეგორია: მასმედია ავტორი: Super User გადასვლები: 3585

  

  

ქუთაისის ბიუჯეტი გენდერული გახდა - ეს იყო მთავარი მესიჯი, რომელიც ფონდ სოხუმში შეკრებილმა ჟურნალისტებმა მიიღეს. მათი უმრავლესობა აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს ორგანიზაციასთან, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გენდერული საკითხების გაშუქებას და ცდილობს, გავლენა მოახდინოს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე. თუმცა შეხვედრაზე იყვნენ ახალბედა ჟურნალისტებიც, რომლებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა ფონდის საქმიანობის გაცნობა და თანამშრომლობის სურვილიც გაუჩნდათ.

შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯამეს თავიანთი გენდერული გამოცდილება და კიდევ უფრო აქტიური მუშაობის გეგმები დასახეს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით