სიუჟეტი რადიო „თავისუფლების“ ეთერში

რადიო „თავისუფლების“ რუბრიკაში მოხვდა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით ქუთაისში გამართული შეხვედრა იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების გენდერული თანასწორობის საბჭოების წევრებთან, გენდერულ მრჩევლებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების იმ წარმომადგენელებთან, რომლებიც გენდერული ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობენ.

რესპონდენტებმა ინტერვიუში ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე გენდერული პოლიტიკის განხორციელებისათვის, არსებულ გამოწვევებზე. გამოთქვეს იმედი, რომ შეხვედრაზე შემუშავებული რეკომენდაციები გამოყენებული იქნება ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის ეფექტურობის ხელშეწყობისთვის.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

რადიოგადაცემა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკისა და პრაქტიკის თემაზე

18 დეკემბერს რადიო „რიონის“ ეთერში ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული რადიოგადაცემა გავიდა თემაზე „ადგილობრივი გენდერული პოლიტიკა და პრაქტიკა - მიღწევები და გამოწვევები“.

რა არის საჭირო ადგილობრივ დონეზე თანაბარი და დემოკრატიული მართვის ხელშეწყობისათვის, რამდენად მნიშვნელოვანია გენდერული დღის წესრიგი ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკასა და პრაქტიკაში; რა შეიძლება გახდეს ინსტრუმენტი გენდერულად სამართლიანი პოლიტიკის განხორციელებისათვის; რა პრაქტიკა არსებობს საქართველოში გენდერული ბიუჯეტირების კუთხით და როგორია ადგილობრივი პერსპექტივა მისი მასშტაბური დანერგვისათვის?

სტუდიაში დიალოგს, რომელიც ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის ავტორთან შედგა, ენაცვლებოდა ინტერვიუები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, თვითმმართველობის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მყოფ მოხელეებთან.

განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსული ქალბატონების ხედვა, რომელთაც ისაუბრეს გენდერული ბიუჯეტირების, ადგილობრივი მოხელეების გენდერული განათლებისა და კომპეტენციის გაზრდის აუცილებლობაზე.

მსმენელებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული დღის წესრიგის დანერგვის და გენდერული რეფორმების განხორციელებითვის საჭირო სტრატეგიის შეთავაზება მოხდება. სტრატეგია დაეფუძნება ადგილზე ჩატარებულ კვლევებს, არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას, პროექტის განმავლობაში ჩატარებულ მასშტაბურ შეხვედრებს, სადაც იკვეთება ადგილობრივი გენდერული საჭიროებები და პრობლემების გადაჭრის ხედვა, რაშიც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ადგილობრივი გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ინსტიტუციურ გაძლიერებას.

გადაცემაზე ასევე დაანონსდა მომავალი შეხვედრა იმერეთის და სამეგრელოს თვითმმართველობების გენდერულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პირებთან.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სტატია „ახალ გაზეთში“ - ადგილობრივი ბიუჯეტის მართვაში მოსახლეობის ჩართვის შესახებ

გაზეთ „ახალი გაზეთის“ (ქუთაისი) 28 აგვისტოს ნომერში დაიბეჭდა ფონდი „სოხუმის“ ექსპერტის, ეკატერინე გამახარიას სტატია „მოქალაქეების ჩართულობა ადგილობრივი ბიუჯეტის განკარგვაში და საკუთარი გარემოს გაუმჯობესებაში - „პრაღა 10-ის“  საინტერესო გამოცდილება“.

„პრაღა 10“ მუნიციპალიტეტით ფონდი „სოხუმის“ და ექსპერტთა დაინტერესების მიზეზი მისი გამოცდილებაა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის მართვაში მოსახლეობის ჩართვის ეფექტურ მექანიზმს ეხებოდა.

2015 წლიდან, „პრაღა 10“-ში ამოქმედდა „მონაწილეობითი ბიუჯეტის“  (Participatory Budget) პრაქტიკა, რომლის მიზანია მოსახლეობის გააქტიურება მუნიციპალური მართვის საკითხებში, რაც დემოკრატიული განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.

სტატიაში სწორედ ამ გამოცდილებაზეა მოთხრობილი.

პროექტიხორციელდებავიშეგრადის ფონდისმხარდაჭერით

სიუჟეტი მომავალი ტრენერებისთვის ჩატარებულ ტრენინგზე

ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტებმა მოამზადეს სიუჟეტი, რომელიც მიეძღვნა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებულ ტრენინგს მომავალი ტრენერებისთვის კონფლიქტების პრევენციის თემაზე.

ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან პროექტში ჩართულნი არიან ახალგაზრდები დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტიდან (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი).

სიუჟეტში ტრენინგის მონაწილეები შთაბეჭდილებებს უზიარებენ მაყურებელს, თავიანთ მოლოდინებზე და მუშაობის პერსპექტივებზე საუბრობენ.

პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით

სიუჟეტი ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შესახებ

ფონდი „სოხუმის“ დაკვეთით ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით სიუჟეტი გავიდა. მასში გაშუქდა ინფორმაცია ხონში ჩატარებული მრგვალი მაგიდის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა მოქალაქეთა ინფორმირებას ადამიანური უსაფრთხოების ინკლუზიურ მიდგომებზე.

სიუჟეტში აისახა პროექტის მიმდინარეობა: როგორ მუშაობს ქალთა საინიციატივო ჯგუფი ხონში, რომელი პრობლემის ადვოკატირება მოხერხდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ამ ეტაპზე რომელი საკითხის ადვოკატირებაზე უწევთ მუშაობა. მაყურებელი მოისმენს ინტერვიუს იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროექტში და რომელთა ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება.   

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები