მრგვალი მაგიდა ქუთაისში

კატეგორია: მრგვალი მაგიდები ავტორი: Super User გადასვლები: 2941

   

 

ქუთაისში, სასტუმრო „არგოში“, ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტის ფარგლებში ჩატარდა მრგვალი მაგიდა „ქალთა ხმის გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების დონეზე“. შედგა საუბარი ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე და გაიმართა გადაღებული ფილმის  პრეზენტაცია.

მრგვალ მაგიდას დაესწრნენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები - მათ შორის დევნილები, ახალგაზრდები, აგრეთვე არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ქუთაისისა და სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები. დისკუსიას ინტერესით  ადევნებდნენ თვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

როგორც ფონდის ხელმძღვანელმა აღნიშნა, „მთელი ჩვენი ერთობლივი საქმიანობა იწყებოდა სიტყვით რთული (трудный). თუმცა ის, რაც გვაერთიანებდა, იყო მყარი მშვიდობის სურვილი და მისწრაფება“.

მრგვალი მაგიდის მონაწილეების შეფასებით, კვლევამ გამოკვეთა ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა სამშვიდობო პროცესებში. აღინიშნა ფონდი „სოხუმის“ წვლილი  იმ კუთხით, რომ „ის არავის აძლევს საშუალებას, მოდუნდეს და გვერდზე გადადოს კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული პრობლემები“.

 

პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა
ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით