მრგვალი მაგიდა ლანჩხუთში

1 2 3

ფონდმა „სოხუმმა“ დაასრულა მრგვალი მაგიდების ციკლი. ბოლო, მეცხრე ღონისძიება გაიმართა ლანჩხუთის მერიის სხდომათა დარბაზში. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, სამედიცინო და საგანმანათლებლო სფეროს, პოლიციის, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები.

შეხვედრა ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის თემას მიეძღვნა. აქტიური დისკუსიების ფონზე გაჟღერდა ადგილობრივი რეფერირების სუბიექტებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა და შემუშავდა რეკომენდაციები თანამშრომლობის გაუმჯობესებისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მრგვალი მაგიდა თერჯოლაში რეფერირების სუბიექტების მონაწილეობით

1 2 3 

4 5 

6 7

თერჯოლაში ჩატარდა მრგვალი მაგიდა რეფერირების ადგილობრივი სუბიექტების მონაწილეობით. შეხვედრის თემა იყო „ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა“.  მონაწილეებმა ისაუბრეს, რა უშლის მათ ხელს თანამშრომლობაში, რა არის ხელშემწყობი ფაქტორი და რა გააუმჯობესებდა კოორდინაციას რეფერირების სუბიექტებს შორის. როგორც აღინიშნა, გენდერული თანასწორობის საბჭო ის სტრუქტურაა, რომელსაც შეუძლია გაააქტიუროს ყველა სუბიექტი და მათი ძალისხმევა მიმართოს ძალადობის პრევენციის კუთხით.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ძალადობის პრევენცია და მსხვერპლის დაცვა“ - მრგვალი მაგიდა ქუთაისში

1 2 3 4

ფონდმა „სოხუმმა“ რიგით მეოთხე მრგვალი მაგიდა ჩაატარა თემაზე „ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა“.

ქუთაისის საკრებულოში შეიკრიბნენ რეფერირების ადგილობრივი სუბიექტები. განსაკუთრებით აქტიურობდნენ სამართალდამცავი ორგანოების და სოციალური სამსახურების წარმომადგენლები. მათ თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს სხვა მონაწილეებს და ძალადობის პრევენციულ მექანიზმებზე გაამახვილეს ყურადღება.

მრგვალი მაგიდების მიზანია ინფორმაციის გაცვლა რეფერირების ადგილობრივ სუბიექტებს შორის, გენდერული თანასწორობის საბჭომ კი კოორდინაციის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს. ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მრგვალი მაგიდა ზუგდიდში კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით

1 2

 3 4 5

 6 7

ზუგდიდში გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებული მრგვალი მაგიდა თემაზე „ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა“.  შეხვედრას ესწრებოდნენ რეფერირების ადგილობრივი სუბიექტები: სასამართლოს, პოლიციის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. შეკრებილებმა ისაუბრეს თავიანთ როლსა და გამოცდილებაზე, მოიყვანეს არაერთი მაგალითი. ხაზგასმით აღინიშნა მათ შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზე და ამ კუთხით გენდერული თანასწორობის საბჭოს განსაკუთრებულ როლზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მრგვალი მაგიდა სენაკში - „ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა“

1 2 3 4 5 6 7

„ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა“ - ამ თემას მიეძღვნა მრგვალი მაგიდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

დიალოგის მიზანი იყო სოციალური თანამშრომლობის გზების დასახვა. სწორედ ამ კუთხით იმუშავეს შეხვედრის მონაწილე რეფერირების სუბიექტებმა. ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიციის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმა ჯგუფური  მუშაობის შედეგად დააფიქსირეს კოორდინაციის ხელისშემშლელი და ხელისშემწყობი ფაქტორები, ჩამოაყალიბეს თეზისები ძალადობის პრევენციის სტრატეგიისთვის - სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების აქტიური ჩართულობით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები