სერვისები მსხვერპლთათვის - შეხვედრის თემა ფახულანში

1 2

 3 4

პროექტის „GREWS - კონფლიქტის ადრეული გაფრთხილების გენდერულად ორიენტირებული სისტემის“ ფარგლებში სოფელ ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე: „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისები და მათი ეფექტიანობა“.  მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციები არსებულ სერვისებზე. დისკუსიისას იმსჯელეს, რამდენად ეფექტიანია არსებული სერვისები, რა ტიპის დახმარებები  უნდა დაინერგოს, რომ მსხვერპლმა უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს თავი.

მონაწილეებმა ინფორმაციის დეფიციტზეც ისაუბრეს, მათი მოსაზრებით, სოფლებში მოსახლეობა უფრო მეტად იყოს ინფორმირებული არსებულ სერვისებზე, რათა საჭიროების დროს შეძლონ მათი გამოყენება.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

მრგვალი მაგიდა ქუთაისში

1 2 3

ფონდი „სოხუმის“ ოფისში ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის ინიცირებული მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე: „მსხვერპლთა დახმარების სერვისები და მათი ეფექტიანობა.“

- რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა არსებულ სერვისებზე, ვის მიმართავენ დახმარების მისაღებად, რა მექანიზმების დანერგვა იქნებოდა უფრო ეფექტიანი - ამ საკითხებზე გაკეთდა ფოკუსი დისკუსიისას.

მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ მიერ ძალადობის თემაზე ჩატარებული მონიტორინგის შესახებ. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ შსს-ს წარმომადგენლები, თავშესაფრის იურისტი, რომლებმაც მონაწილეებს გააცნეს სერვისების სტრუქტურა და გამოყენების გზები.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

მსხვერპლთა მხარდაჭერა - მრგვალი მაგიდის თემა წყალტუბოში

1 2 3 4

-რამდენად არის ინფორმირებული საზოგადოება მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებზე, ძალადობის შემთხვევაში ვის უფრო მეტად მიმართავს, არსებული სერვისები რამდენად პასუხობს მსხვერპლის საჭიროებებს - ამ საკითხებზე გაიმართა მსჯელობა წყალტუბოში,  მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ შეხვედრაზე. მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ  ძალადობის თემაზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს.

მრგვალი მაგიდა  ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ პროექტის „გენდერზე ორიენტირებული კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების სისტემის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

მრგვალი მაგიდა კოკში

1 2 

3 4

ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის მიერ სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მრგვალი მაგიდა გაიმართა. მონაწილეებმა მოისმინეს ფონდი „სოხუმის“ მიერ ძალადობის თემაზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. იმსჯელეს, რამდენად მაღალია მოსახლეობის ინფორმირება ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე და როგორია ხელმისაწვდომობა.

შეხვედრაზე დაფიქსირდა, რომ ოჯახში ძალადობის პრობლემა კონფლიქტის გამყოფ ხაზთან განსაკუთრებით აქტუალურია. მნიშვნელოვანია ამ ზონაში მდებარე სოფლებში მსხვერპლთა საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების არსებობა.  

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „GREWS - კონფლიქტის ადრეული გაფრთხილების გენდერულად ორიენტირებული სისტემის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

შეხვედრა ხურჩაში ძალადობის თემაზე

1 2 3

ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მრგვალი მაგიდის ფორმატით მოსახლეობასთან  შეხვედრები ჩაატარეს. პირველი შეხვედრა სოფელ ხურჩის თემში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) გაიმართა. მონაწილეები გაეცნენ ოჯახში ძალადობის თემაზე ჩატარებული მონიტორინგის პირველად მონაცემებს.

- რამდენად აქტუალურია ძალადობის პრობლემა კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში, რა სახის ინფორმაციებს ფლობს მოსახლეობა და ვის მიმართავს ძალადობის შემთხვევაში - დისკუსია, ძირითადად, ამ საკითხებზე გაიმართა.

მონაწილეთა მხრიდან დასახელდა, რომ არაინფორმირებულობა, ტერიტორიული სიშორე, ფინანსების სიმცირე სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორებია მიმართვიანობის თვალსაზრისით.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები