ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბი: აქტივობები კანდიდატ ქალთა მხარდაჭერისთვის

კატეგორია: ამომრჩეველ ქალთა კლუბი ავტორი: Super User გადასვლები: 2970

 

შეხვედრის მთავარი თემა იყო წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობის აუცილებლობა. დაფიქსირდა მოსაზრება, რომ ქალთა აქტიურობის კუთხით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დიდი ძვრებია, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ამომრჩეველ ქალთა კლუბს. ამ ყველაფრის მიუხედავად, აუცილებელია კანდიდატმა ქალებმა, პირველ რიგში, ქალთა ელექტორატის მხრიდან იგრძნონ მხარდაჭერა. ამისთვის კლუბის შეხვედრაზე დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობის ჩატარება წინასაარჩევნო პერიოდში. 

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით