სამუშაო ჯგუფების შექმნა ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე

კატეგორია: ამომრჩეველ ქალთა კლუბი ავტორი: Super User გადასვლები: 2798

  

ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბი, ფონდი „სოხუმის“ სხვა 7 კლუბთან ერთად, თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნების წინ აქტიურ მუშაობას განაგრძობს. კლუბის მორიგ სხდომაზე განსაკუთრებით გამოიკვეთა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის საკითხი. კლუბის წევრებმა ჩამოაყალიბეს ჯგუფები და დაგეგმეს მუშაობა პოლიტიკურ პარტიებთან საარჩევნო სიებში ქალი-კანდიდატების წინ წამოწევის მიზნით.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით