სასიამოვნო სიახლე - იურისტის საინფორმაციო შეხვედრაზე

კატეგორია: ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ავტორი: Super User გადასვლები: 2521
 
სასიამოვნო სიახლით დახვდნენ ფონდი „სოხუმის“ იურისტს ქუთაისის ყოფილ მე-5 საჯარო სკოლაში განთავსებული დევნილები.
5 აგვისტოს ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე მათ აღნიშნეს, რომ წინა შეხვედრის შემდეგ დაწერეს კოლექტიური განცხადება გზის საფარის დაგებასთან დაკავშირებით - ადგილობრივი ხელისუფლების თანადაფინანსებით. მოსახლეობას უკვე აცნობეს, რომ ისინი ისარგებლებენ ამ პროგრამით. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სექტემბრიდან დაიწყებენ ფასადისა და საბავშვო ატრაქციონების საკითხის ადვოკატირებას.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით