ვორკშოპები ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში

კატეგორია: ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ავტორი: Super User გადასვლები: 1017

1 2 3 4

მონაწილეების აქტიური ჩართულობის ფონზე ჩაიარა ვორკშოპებმა თემაზე „სქესობრივი განათლების მნიშვნელობა მოზარდებში“. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ამ კუთხით არაფორმალური განათლების მიღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვორკშოპების ბოლოს შეიქმნა ახალგაზრდული ჯგუფები, რომლებიც განაგრძობენ თანატოლთა ინფორმირებას.

მუშაობა ჩატარდა გოჩა ჯიხაიშისა და ნახახულევის სკოლებში ხონის ქალთა მხარდაჭერის მცირე პროექტის ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)