იურისტის შეხვედრები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში

კატეგორია: ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ავტორი: Super User გადასვლები: 1004

1 2 3 4 5

თვის განმავლობაში ჩატარდა იურისტის ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები წყალტუბოს, სენაკის, ხონის, ფოთის და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრების თემა იყო კანონი ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის შესახებ. საუბარი შეეხო მსხვერპლის დაცვის მექანიზმებს (დამცავი და შემაკავებელი ორდერები), უწყებათშორის საბჭოს, ბავშვთა უფლებებს და დაგროვებითი პენსიის საკითხს. შეხვედრების მონაწილეებმა მიიღეს პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც აწუხებთ და აინტერესებთ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)