ტრენინგი თეკლათის საბავშვო ბაღში

კატეგორია: ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ავტორი: Super User გადასვლები: 1056

1 2 3 4 5 6

სოფელ თეკლათის (სენაკის მუნიციპალიტეტი) საბავშვო ბაღში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ოჯახში ძალადობის ტიპები, ნიშნები, რეფერირების გზები და მექანიზმები“.

მონაწილეებმა - აღმზრდელებმა და მშობლებმა - მიიღეს ინფორმაცია ძალადობის ფორმებზე, მისი გამოვლენის გზებზე და მასზე რეაგირების მექანიზმებზე. მუშაობამ აქტიური დისკუსიების ფონზე ჩაიარა. აღინიშნა, რომ მსგავსი ინფორმაცია მნიშვნელოვანი და დროულია. ტრენინგი ჩატარდა სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის  „მშობლები ჯანსაღი თაობისათვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)