საპროექტო აქტივობები ქობულეთში

1 2 3 4

აქტიური დისკუსია იყო საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებთან გამართულ ტრენინგზე ოჯახში ძალადობისა და ბულინგის თემაზე. მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი იყო ის ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღს აკისრია მსგავსი ფაქტების გამოვლენის და მათზე რეაგირების პასუხისმგებლობა. მთავარი აქცენტები დაისვა იმ კუთხით, რომ ძალადობრივ გარემოში აღზრდილ ბავშვებს უზიანდებათ ფსიქიკა და შემდგომ თავად ყალიბდებიან მოძალადებად ან მსხვერპლებად. ასევე შედგა შეხვედრა საკრებულოს წარმომადგენელთან და განხილულ იქნა საპროექტო აქტივობები. ეს სამუშაო ჩატარდა ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების აქტიური სამობილიზაციო მუშაობა

1 2 3 4

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურ მუშაობას განაგრძობენ მოსახლეობის ინფორმირების კუთხით - პანდემიასთან დაკავშირებული რთული მდგომარეობის მიუხედავად. სამობილიზაციო შეხვედრები ჩატარდა ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ოზურგეთში და უმრავლესობა - ონლაინ ფორმატში. აქტიურად იქნა გამოყენებული ფონდი „სოხუმის“ სპეციალისტების - იურისტისა და ფსიქოლოგის -   რესურსი. მათ მონაწილეებს მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიაწოდეს. შეხვედრებზე გამოიკვეთა საკითხები ადვოკატირებისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ჯანსაღი თაობისთვის“ - ორი ვორკშოპი

1 2 3 4

ორი ონლაინ ვორკშოპი ჩატარდა ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ჯანსაღი თაობისთვის“ ფარგლებში. ბავშვებთან ჩატარებულ ვორკშოპზე საუბარი შეეხო ბულინგს, სტერეოტიპებს, რომლებიც იწვევს კონფლიქტს და ხშირად გადაიზრდება ძალადობაში. ითქვა იმაზე, თუ როგორ ავირიდოთ კონფლიქტები და ვიცხოვროთ ძალადობის გარეშე. მეორე ვორკშოპში აქცენტი გაკეთდა მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობაზე სასწავლო პროცესში, რომ ჰარმონიულად შეიკრას სამკუთხედი: მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი. აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია, მშობელი დაეხმაროს ბავშვს პრობლემების მოგვარებაში და ითანამშრომლოს მასწავლებლებთან. შეხვედრას მშობლებთან ერთად შვილებიც ესწრებოდნენ და ის აქტიური დისკუსიის ფონზე წარიმართა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მეტი ინფორმაციისთვის - შეხვედრები თერჯოლის ჯგუფებთან

1 2 3 4 5

„საქმით ვებრძვით ძალადობას და სიღარიბეს“ - ეს თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტია. ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი ინფორმირებაა, ამიტომაც ნოემბერში ჩატარდა ონლაინ ჩართვები კონფლიქტოლოგთან და იურისტთან. შეხვედრებს ესწრებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და განიხილეს აქტუალური საკითხები: კონფლიქტის ფაქტებზე რეაგირება, კონფლიქტური სიტუაციების მოგვარება, ბულინგი. აღინიშნა, რომ სახელმწიფომ ბულინგის ფაქტებზე შესაბამისი რეგულაციები უნდა დააწესოს. ყურადღება გამახვილდა ფსიქოლოგის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე. შეხვედრის მონაწილეებმა პასუხები მიიღეს კითხვებზე, რომლებიც განსაკუთრებით აინტერესებთ და აღელვებთ...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრა ნარკოლოგიური ცენტრის წარმომადგენლებთან ფოთში

1 2 

3 4

რეგიონალური ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელებთან გაიმართა შეხვედრა ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში. ნარკომანიის და ალკოჰოლიზმის მავნებლობაზე საუბრისას ითქვა, რომ ეს პრობლემები მთელ საზოგადოებას მოიცავს, იწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას და ძალადობის საფრთხეს წარმოადგენს. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ საჭიროა საზოგადოების ინფორმირება და პრევენციული ზომების გატარება - ექსპერტების, ფსიქიატრების, ნარკოლოგების, უფლებადამცველების, სასულიერო პირების, სამთავრობო და არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლთა აქტიური ჩართულობითა და კოორდინირებული მუშაობით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები