წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის გამოცდილება ადვოკატირების კუთხით

კატეგორია: ქალთა საინიციატივო ჯგუფები ავტორი: Super User გადასვლები: 1732

 

წყალტუბოში ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა. შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გადახედეს იმ პრობლემებს, რომელთა მოგვარებაც მათი ჩართულობით და ძალისხმევით უკვე მოხერხდა. საერთო შეფასებით, ჯგუფის წევრებს დაუგროვდათ ადვოკატირების კამპანიის ეფექტური წარმოების გამოცდილება, რაც მათ  მუშაობაშიც კარგად აისახა.

ადვოკატირების გეგმიდან გამომდინარე, საინიციატივო ჯგუფი აპირებს მონიტორინგის განხორციელებას, რათა ადგილზე გაეცნოს  სიტუაციას  და ინფორმაცია მოაგროვოს, როგორ მიდის პროცესი და რა ვადებში შეიძლება დასრულდეს ადვოკატირება. 

მონაწილეებმა სხვადასხვა ინსტანციაში გაგზავნილი წერილების პასუხებიც განიხილეს და, შესაბამისად, ადვოკატირების გეგმაში ცვლილებები შეიტანეს.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)