ადვოკატირების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობა ერთვება

1 2 3

პრობლემის იდენტიფიცირების კვალდაკვალ ქალთა საინიციატივო ჯგუფები ადვოკატირების კამპანიას იწყებენ პრობლემათა მოსაგვარებლად. სამოქმედო გეგმის თანახმად, ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის მიზნით ფონდი „სოხუმის“ მოდერატორები სოფელ ფახულანსა (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) და კახათში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) შეხვდნენ მერის წარმომადგენლებს სოფლებში, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს. შეხვედრებზე ერთობლივად ეძებენ გზებს თემებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.  

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ფახულანელი აქტივისტები - ადგილობრივი პრობლემების მოსაგვარებლად

1 2

- როგორ გადავჭრათ მოსახლეობისთვის აქტუალური პრობლემები, როგორი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის როლი მათ მოგვარებაში - ამ საკითხებზე იმსჯელეს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა. ფახულანისა და წყოუშის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) თემის აქტივისტებს განსაკუთრებით პრიორიტეტულად მიაჩნიათ უწყლობა, ტრანსპორტის არარსებობა. მათ ადვოკატირების მექანიზმებიც განიხილეს. ადვოკატირების გეგმის მიხედვით, მომდევნო შეხვედრები თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გაიმართება. საინიციატივო ჯგუფი მიიჩნევს, რომ მათი ჩართვა პრობლემების მოგვარებას მნიშვნელოვნად დააჩქარებს.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

პრობლემის ადვოკატირება ხურჩაში - კონფლიქტის გამომწვევი რისკების შესამცირებლად

1 2

ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფები აქტიურად აგრძელებენ  მუშაობას თემებში იდენტიფიცირებული პრობლემების მოსაგვარებლად.

სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ადვოკატირებისთვის შეირჩა გაუმართავი მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხი, რომელიც ხშირად ფუჭდება, ვერ აღწევს დანიშნულ ადგილამდე და მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალების,  ჯანმრთელობის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. აქტივისტმა ქალებმა  უკვე შეიმუშავეს ადვოკატირების სამოქმედო გეგმა. პრობლემის ადვოკატირების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად იქნება ჩართული.  პრობლემის მოგვარება ხელს შეუწყობს კონფლიქტის გამომწვევი რისკების შემცირებას.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კახათი - პრობლემათა მოგვარება ადამიანური უსაფრთხოებისთვის

1 2

მოუგვარებელი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები  არღვევს  ადამიანური უსაფრთხოების ნორმებს, რაც ქალთა მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებს. სოფელ კახათში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფმა სანიაღვრე სისტემის არარსებობაზე  გააკეთეს აქცენტი, რადგან წვიმიან ამინდში ეზოების დიდი ნაწილი იტბორება. პრიორიტეტულ პრობლემებს შორის აღმოჩნდა დევნილთა განსახლების საკითხი, რადგან კახათის დევნილთა ჩასახლებაში ქალები და ბავშვები  მძიმე სოციალურ პირებებში ცხოვრობენ.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ორსანტია - შეხვედრა პრობლემათა ადვოკატირების მიზნით

1 2

პრობლემები, რომელთა ადვოკატირება შესაძლებელია ადგილობრივ დონეზე - ამ საკითხებზე იმსჯელეს ქალებმა ქალთა საინიციატივო ჯგუფის მიერ  ორგანიზებულ შეხვედრაზე. მასში სოფელ ორსანტიის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)  წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პროექტის მოდერატორი კი ონლაინ ჩაერთო.

მონაწილეების აზრით, სამოქალაქო საზოგადოება უფრო უნდა გააქტიურდეს, რათა თემში არსებული პრობლემები ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დაისვას და  შესაძლებელი გახდეს მათი ადვოკატირება და მოგვარება.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები