შეხვედრა კლინიკის ხელმძღვანელთან

კატეგორია: შეხვედრები ავტორი: Super User გადასვლები: 1026

1 პროექტის „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის" ფარგლებში ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები სამედიცინო კლინიკა „უნიქალ მედის“ დირექტორს - შოთა მარუაშვილს შეხვდნენ და პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

- რამდენად მაღალია მომართვიანობა, როგორ ხდება ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება სამედიცინო პერსონალის მიერ, - საუბარი ამ საკითხებზე გაიმართა.

კლინიკის დირექტორი მზადყოფნას გამოთქვამს, აქტიურად ითანამშრომლოს ფონდ „სოხუმთან“ და ჩაერთოს სატრენინგო პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავს სამედიცინო პერსონალის ინფორმირებას ოჯახური ძალადობის პრევენციის საკითხებზე.

პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის
საელჩოს მხარდაჭერით