მრგვალი მაგიდა - სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის მონაწილეობით

1 2 3 4 5 6

„ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების მუნიციპალური სერვისები და სამომავლო პერსპექტივები“ –  ამ თემაზე გაიმართა ონლაინ მრგვალი მაგიდა ფონდი „სოხუმისა“ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის  თანამშრომლობით. მონაწილეობდნენ: ზუგდიდის, წალენჯიხის, მარტვილის, ფოთის, ხობის, სენაკის, ჩხოროწყუს, აბაშის, მესტიის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

- რა პროგრამებით პასუხობს თვითმმართველობა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების  კუთხით არსებულ გამოწვევებს; რა ცვლილებები ინერგება მომდევნო წლის ბიუჯეტში,  როგორია მზაობა ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის გაძლიერების თვალსაზრისით - შეხვედრაზე, ძირითადად, ამ საკითხებზე გაკეთდა ფოკუსირება.

მონაწილეებმა კოვიდპანდემიით შექმნილ  პრობლემებზეც გააკეთეს აქცენტი და გამოწვევების საპასუხოდ რეაგირების კუთხით არსებული გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს.

აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერა მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოების თვალსაზრისით.

შეხვედრას ფასილიტირებას უწევდა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფი.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები