პარალელები ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე

კატეგორია: შეხვედრები ავტორი: Super User გადასვლები: 4071
  
 
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს ორგანიზაციული საკითხები, დებულებაში შესატანი ცვლილებები. ძირითადი დრო კი დაეთმო ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის შედეგების შეჯამებას. საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს მოკლე ანგარიშები იმ ტენდენციებზე, რომლებიც გამოიკვეთა მათ მიერ ჩატარებული კვლევის დროს. გამომდინარე იქედან, რომ წინა კვლევა ჩატარდა ქალაქ ოზურგეთში და მიმდინარე კი - მუნიციპალიტეტის სოფლებში, მათ ჰქონდათ პარალელების გავლების საშუალება. აქცენტი გაკეთდა ბიუჯეტის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დაბალ დონეზე.
მომდევნო სხდომაზე შემუშავდება რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობისთვის წარსადგენად.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით