საინფორმაციო შეხვედრა დევნილებთან ქუთაისში

კატეგორია: შეხვედრები ავტორი: Super User გადასვლები: 2882
მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა დევნილებთან - ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ყოფილი კოოპერაციული სასწავლებლის 5-სართულიან შენობაში.
რეაბილიტირებულ კოლექტიურ ცენტრში დევნილებმა საკუთარ პრობლემებზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ დაგებას საჭიროებს გზის საფარი ეზოში, არ არის გამწვანება, გასართობი საშუალებები ბავშვებისათვის. შენობის უკან მეტალ-პლასტმასის საწარმოა - ხმაური ხელს უშლის მოსახლეობას. შენობასთან არის ანტისანიტარიის ბუდე, რაც სასწრაფოდ მისახედი და მოსაგვარებელია.
ამ პრობლემებს გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ ასისტენტი და იურისტი. მოგვარების პროცესი უკვე დაიწყო, ადვოკატირებაში აქტიურად ჩაერთნენ დევნილები - მიმართეს ადგილობრივ სტრუქტურებს.
 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით