საინფორმაციო შეხვედრა სენაკში

კატეგორია: შეხვედრები ავტორი: Super User გადასვლები: 2871
ფონდი „სოხუმის“ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა სენაკში ჩატარდა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან - ასურელებთან. ჭავჭავაძის ქუჩაზე ასურელები დაახლოებით ერთ საუკუნეა ცხოვრობენ. 50-მდე ოჯახს შენარჩუნებული აქვს ენა,  ეუფლებიან დამწერლობას (უმეტესად ასაკოვნები). ახალგაზრდები ქართულ სკოლებში  სწავლობენ.
როგორც თავად ამბობენ, მათ ქართველების მსგავსი ტრადიციები აქვთ, რადგან ქრისტიანები არიან, თუმცა არის განსხვავებაც: მაგალითად, ქორწინების რიტუალი - ჯვრისწერა აუცილებელი პირობაა.
შეხვედრის დროს გამოიკვეთა სხვადასხვა პრობლემა. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება ღელეზე, რომელიც სახლების გვერდით ჩამოედინება - ძალიან  დაბინძურებულია, მაგრამ მოსახლეობა თავისი ძალებით ვერაფერს უხერხებს.
პრობლემის აღმოსაფხვრელად ფონდი „სოხუმის“ ასისტენტის დახმარებით მათ იმ დღესვე მიმართეს განცხადებით ქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას, საკრებულოს, გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით