ქალაქის ბიუჯეტის პროგრამების შესახებ - მრგვალ მაგიდაზე

კატეგორია: შეხვედრები ავტორი: Super User გადასვლები: 2884

18 ივნისს ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ქალაქის მერიის და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის და სოციალური მომსახურების სააგენტოს  წარმომადგენლები. მათ ისაუბრეს ქალაქის ბიუჯეტის პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ, უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.

როგორც ბენეფიციარებმა აღნიშნეს, მათ ძალიან საჭირო და საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.