წყალტუბო - საინფორმაციო შეხვედრები მოქალაქეებთან

1 2 3 4 5

აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები მოქალაქეებთან, არ გამოგვრჩენია წყალტუბოს მუნიციპალიტეტიც.

დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული ონლაინ ხმის მრიცხველის შესახებ.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ჟურნალისტები გაეცნენ ონლაინ მრიცხველს

1 2 3 4 5 6 7 8

ერთი შეხვედრა საგანგებოდ მოეწყო ჟურნალისტებისთვის. საქართველოს სხვადასხვა  მედიასაშუალების წარმომადგენლების შეხვედრა Zoom-ის ონლაინ პლატფორმაზე გახდა შესაძლებელი. ისინი დიდი ინტერესით გაეცნენ ონლაინ მრიცხველს, ნახეს ვიდეორგოლი, დაინტერესდნენ დეტალებით, გამოყენების წესით და მიიღეს სათანადო პასუხები.

შეხვედრის ბოლოს მათ აღნიშნეს, რომ  არა მარტო თვითონ შეავსებენ კითხვარს, არამედ ამ ინოვაციას გააცნობენ კოლეგებს, მეგობრებს... 

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

შეხვედრები ზუგდიდში

1 2 3 4

ზუგდიდში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საჯარო დისკუსიები გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ონლაინ მრიცხველის შესახებ, როგორ უნდა მოვხვდეთ ამ პლატფორმაზე და რატომ არის ის საინტერესო, რას ემსახურება აღნიშნული აპლიკაცია.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

მორიგი ონლაინ პრესკონფერენცია

1 2 3

პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში, პროექტის პარტნიორმა, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრმა“ გამართა მორიგი პრესკონფერენცია, რომელიც მიეძღვნა გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამიზნე მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საგზაო რუკის განხორციელების მეორე მონიტორინგის შედეგებს. პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ისე ქუთაისში მოქმედი მასმედიის, ელექტრონული და ბეჭდვითი საშუალებების წარმომადგენლებმა.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

საჯარო დისკუსიები ხონში

1 2 2 4 5 6 7

პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა ხონში მცხოვრებ მოქალაქეებთან.

მათ მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის, აპლიკაციის არსის და მისი გამოყენების შესახებ.

შეხვედრებზე იმსჯელეს, როგორი უნდა იყოს ქვეყნის სტრატეგია განათლების, ჯანდაცვის, კულტურის, უსაფრთხოების თვალსაზრისით.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები