ონლაინ ფორუმი და ტრენინგი

1 2 3 4 5

ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საერთო ფორუმი და ტრენინგი. ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა 42 ადამიანმა, აქედან - 32 რეგიონალურმა წარმომადგენელმა.

შეხვედრის პირველ ნაწილში შეჯამდა მუშაობის ერთწლიანი შედეგები, რაც მოკლედ წარმოადგინა პროექტის ერთ-ერთმა კოორდინატორმა, მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარემ მერი გელაშვილმა.

ჩატარებულ მუშაობაზე, შედეგებზე და ცვლილებებზე ისაუბრეს რეგიონალურმა პარტნიორებმა: მინდია კიკნაველიძემ, ლელა ამირანაშვილმა, ელისო ჯიქიამ ( იმერეთი), ირინა საჯაიამ, ეკა ნინიძემ (გურია), ნანა სოხაძემ და მარინე სვანიძემ (რაჭა-ლეჩხუმი).

ღონისძიების მე-2 ნაწილში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სამოქალაქო აქტივიზმი“, ტრენერი - მარინა ფოჩხუა (იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“).

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი  საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.    

პროექტს პარტნიორულ საწყისებზე ახორციელებენ: კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ და მეწარმე ქალთა ფონდი.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

მრგვალი მაგიდა მედპერსონალის მონაწილეობით

 2 3  5 6  8 9

ონლაინ ფორმატში ჩატარდა შეხვედრა ამბროლაურის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების (რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონი) სამედიცინო პერსონალთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის თემა: „ჯანდაცვის წარმომადგენლების როლი და ფუნქცია ოჯახში/ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის რეფერირების და იდენტიფიკაციის პროცესში“.

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. იყო: პრეზენტაციები, დისკუსია, რეკომენდაციებითანამშრომლობის სურვილი.

პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თან პარტნიორობით
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების
თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით

საკონსულტაციო შეხვედრა ლანჩხუთში

1 2 3

მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა პარტნიორი ორგანიზაციის - იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციების - „საქართველოს სასოფლო დარბაზი“ და „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრაზე განიხილეს პროექტის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე აქტივობები, მათი განხორციელების ვადები, წარმოქმნილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ბაღდათში

1 2 3 4

სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში. შეხვედრაზე შეჯამდა სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელებული ცვლილებები. ასევე  განხილულ იქნა ეთიკის კოდექსის რამდენიმე ვარიანტი, რათა ჯგუფმა დაიწყოს მუნიციპალიტეტის ეთიკის კოდექსის შემუშავება.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ვანში

1 2

ვანის საკრებულოში ჩატარდა სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ეთიკის კოდექსის რამდენიმე ვარიანტი, რათა ჯგუფმა მუშაობა დაიწყოს მუნიციპალიტეტის ეთიკის კოდექსის შემუშავებაზე. ეს სამუშაო ჯგუფის გეგმის ერთ-ერთ აქტივობას წარმოადგენს. ჯგუფის წევრები შეჯერდნენ, რომ მუშაობის პროცესში აქტიურად ჩართონ მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურები.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები