მე-8 გაკვეთილი კონფლიქტის შესაძლო შედეგების განხილვას დაეთმო

კატეგორია: ტრეინინგ-სემინარები ავტორი: Super User გადასვლები: 1576

1 2 3

 4 5

2 ნოემბერს ჩატარდა მე-8 გაკვეთილი-ტრენინგი, რომელიც ხორციელდება ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ძალადობის გარეშე ნაბიჯ-ნაბიჯ მშვიდობის შენებისთვის“ ფარგლებში.

გაკვეთილი ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლაში (ქუთაისი). ის კონფლიქტის შესაძლო შედეგების განხილვას დაეთმო. კონკრეტული პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით მოსწავლეები გაერკვნენ, თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს კონფლიქტს. თემამ მონაწილეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

პროექტი ხორციელდება  არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები განვითარებისთვის“ მხარდაჭერით (სომხეთი)