გენდერი და გენდერული ძალადობა - ტრენინგების თემა

კატეგორია: ტრეინინგ-სემინარები ავტორი: Super User გადასვლები: 2851

       

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და  ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით სენაკში გაიმართა ტრენინგები თემაზე: „გენდერი და გენდერული ძალადობა“.

17 თებერვალს გამგეობის დარბაზში გამართულ ტრენინგს ესწრებოდნენ ახალგაზრდები სენაკის კერძო და საჯარო სკოლებიდან. მონაწილეებისთვის თემა საინტერესო აღმოჩნდა. გამოყენებული იყო თემატური სავარჯიშოები, როლური თამაშები.

ტრენინგი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გენდერული თანასწორობის სწორ აღქმას და  არაძალადობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებას.

18 თებერვალს თემის განხილვა საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. აუდიტორიას წარმოადგენდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელები და საკრებულოს დეპუტატები.

მონაწილეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ძალადობის პრევენციულ მექანიზმებზე, გაიხსენეს რეალური ისტორიები, როგორ მოაგვარეს კონკრეტული ოჯახური კონფლიქტები. ბოლოს შემუშავდა რეკომენდაციები სოფლებში ძალადობის პრევენციის და მსხვერპლის დახმარების მიზნით.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით