აქტიური აუდიტორია - სამშვიდობო ტრენინგზე

1 2 3 4 5 6 7

აქტიური აუდიტორია შეიკრიბა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლაში - სკოლების, საბავშვო ბაღების, უნივერსიტეტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„მშვიდობის მშენებლობა, ომის და მშვიდობის კულტურის მოდელები“ - ასე ერქვა ტრენინგს, რომელიც მათთვის ჩაატარა დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაციამ - პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“. ტრენინგის თეორიულმა და პრაქტიკულმა ნაწილმა აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო სავარჯიშო „ქანდაკება“ - „მშვიდობის და ომის კულტურის მოდელების“ წარმოდგენა დრამის ელემენტების გამოყენებით.

დისკუსიაც და უკუკავშირიც ქანდაკების ემოციებს დაუკავშირდა – რა შეგრძნებაა, იყო „ომის“ ნაწილი და რას ნიშნავს „მშვიდობის“ ნაწილად გრძნობდე თავს.  ყველამ გადაწყვიტა, თავის საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით გამოიყენოს ეს ორიგინალური სავარჯიშო, ასე დაანახოს ადამიანებს ომის ნეგატიური და მშვიდობის პოზიტიური ემოციები და შედეგები. როგორც ბოლოს აღინიშნა, ტრენინგი ხელს შეუწყობს მისი მონაწილეების უფრო აქტიურ ჩართვას სამშვიდობო საქმიანობაში.

ტრენინგი გაიმართა კოალიციის „ქალი და მშვიდობა“ აქტივობების ფარგლებში. მშვიდობა“. კოალიციაში შევიდა დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა) ქალთა 10 არასამთავრობო ორგანიზაცია.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სენაკის გენდერული საბჭო - ტრენინგი თემაზე „გენდერული ბიუჯეტი და სამოქალაქო ჩართულობის პროგრამები“

1 2 3 4 5

6 7

15-16 დეკემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში საირმეში გაიმართა ტრენინგი თემაზე „გენდერული ბიუჯეტი და  სამოქალაქო ჩართულობის პროგრამები“.

საბჭოს წევრებმა დეტალურად განიხილეს სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2018–2019 წლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხი, ისაუბრეს ბიუჯეტის პროგრამებზე გენდერულ ჭრილში, სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილებაზე ინოვაციური სერვისების დანერგვის მხრივ. გამოიკვეთა საინტერესო პერსპექტივები სამოქალაქო ბიუჯეტის პრინციპის დანერგვის კუთხით, რაც თვითმმართველობაში მოქალაქეთა მეტ ჩართულობას, მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ტრენინგზე წარმოდგენილი იყო ფონდი „სოხუმის“ორი გამოცემა - „გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში“ და „ადგილობრივი ბიუჯეტის გენდერული მონიტორინგის მეთოდოლოგია“. მონაწილეთა შეფასებით, ეს მეთოდური სახელმძღვანელოები დაეხმარება მათ ადგილობრივი გენდერული დღის წესრიგის შექმნაში, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის საჭიროებების გამოვლენასა და გათვალისწინებაში.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატი გადაეცათ.  

აღსანიშნავია, რომ ფონდი „სოხუმის“ და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლობა მრავალ წელს ითვლის. ამ ხნის მანძილზე მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროექტი განხორციელდა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტრენინგი საირმეში ზუგდიდის, წალენჯიხის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის

1 2 3 4 5 6 7 8

გასულ თვეს ზუგდიდის, წალენჯიხის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში გაიმართა სამოქალაქო ფორუმები (პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში).  ფორუმის ბოლოს ყველგან შეიქმნა ათკაციანი სამუშაო ჯგუფები. სწორედ ამ ჯგუფებისთვის ფონდმა „სოხუმმა“ საირმეში ჩაატარა ტრენინგი თემაზე „რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე“.

ტრენინგზე მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი ხედვა 1325-ის ლოკალიზაციის მნიშვნელობაზე, იმ  ამოცანებზე და საჭირო ღონისძიებებზე, რომელთა დახმარებით მათ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება დევნილი ქალებისა და გოგონების, კონფლიქტით დაზარალებული სხვა ჯგუფების სოციალური დაცვა, ეკონომიკური გაძლიერება, და ყველაზე მთავარი - მათი უშუალო ჩართულობა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების ლოკალიზაციის პროცესში.

გაკეთდა „საგზაო რუკა“ თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით. განისაზღვრა  ღონისძიებები თვითმმართველობის, სხვა ადგილობრივი ჯგუფების ჩართვით. ტრენინგის მონაწილეთა აზრით, დაგეგმილი საქმიანობა ხელს შეუწყობს    კონფლიქტის შედეგად დაზარალებული/დევნილი ქალებისა და ახალგაზრდების ადამიანური უსაფრთხოების გაზრდას და მათი უფლებების რეალიზებას.

პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება: იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (თბილისი), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (თბილისი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი ,,სოხუმი“ (ქუთაისი).

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

ფინალური ტრენინგი სამედიცინო პერსონალისთვის

1 2 3 4 5 6 7

- პოსტრამვული სტრესის სინდრომის განსაზღვრა. მსხვერპლის იდენტიფიკაცია და შემდგომი ეტაპები. მონაცემების სისტემატიზაცია, - ამ საკითხების განხილვით დაიწყო ტრენინგის მესამე, ფინალური დღე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ფონდ „სოხუმში“.

მონაწილეებმა ჯგუფური სავარჯიშოების გამოყენებით იმსჯელეს, რა ბარიერები ახლავს ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიკაციის პროცესს. ისაუბრეს მოსალოდნელ რისკებზე. მათი განსაზღვრის შემდეგ კი უსაფრთხოების გეგმასა და მსხვერპლის დახმარებაზე  გაამახვილეს ყურადღება.

ექიმები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტრენინგი ყველა კლინიკაში უნდა ჩატარდეს. მასშტაბების გაზრდა ხელს შეუწყობს სამედიცინო პერსონლის ინფორმირებას და ძალადობის მსხვერპლის ეფექტურ დახმარებას.

ტრენინგების ციკლი ჩატარდა პროექტის „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის“ ფარგლებში. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს დაურიგდა პროექტის ფარგლებში გამოცემული მეთოდური დამხმარე სახელმძღვანელო „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციაში“.

პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით

ტრენინგი ტრენერთათვის კონფლიქტების ადრეული პრევენციის თემაზე

1 2 3 4 5 6 7

1-4 დეკემბერს სტამბულში, შვედეთის კვლევით ცენტრში გაიმართა ტრენინგი ფონდი „სოხუმის“ ტრენერთათვის კონფლიქტების ადრეული პრევენციის თემაზე სისტემა GREWS-ის გამოყენებით. ტრენინგი დააფინანსა შვედეთის ქალთა ფონდმა Kvinna till Kvinna.

როგორ მოვიზიდოთ მოხალისეები კონფლიქტის ადრეული პრევენციის და ადრეული რეაგირების სისტემაში მონაწილეობისათვის, ცვლილებების თეორიასთან დაკავშირებული სისტემა GREWS-ის გრძელვადიანი  სტრატეგიის შემუშავება - ეს და სხვა მრავალი საკითხი იყო განხილული ოთხი დღის განმავლობაში ტრენინგზე.

ჯგუფი ესტუმრა სირიის არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც სტამბულში მუშაობს კონფლიქტების ადრეული პრევენციის საკითხებზე, აგრეთვე თურქეთში შვედეთის გენერალურ კონსულს, რომელმაც მოისმინა ინფორმაცია ჩვენს საქმიანობაზე და გაგვიზიარა გამოცდილება თურქ ქალებთან მუშაობის შესახებ.

ოთხი ნაყოფიერი, შემეცნებითი დღე დაძაბულ, მაგრამ სასარგებლო მუშაობაში გავიდა.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები