მეცხრე გაკვეთილი: ქცევის სტილი კონფლიქტურ სიტუაციებში

1 3 5 4

მე-9 გაკვეთილი-ტრენინგი ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლაში (ქუთაისი). გაკვეთილის თემა იყო: „ქცევის სტილი კონფლიქტურ სიტუაციებში“. მოსწავლეებმა შეისწავლეს ქცევის სტილები, განსხვავებები მათ შორის. ასევე გაეცნენ, რომელ სიტუაციაში რომელი ქცევის სტილია მისაღები. გაკვეთილი ჩატარდა ხალისიანად, თითოეული მონაწილის აქტიური ჩართვით.

მუშაობა განხორციელდა ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ძალადობის გარეშე ნაბიჯ-ნაბიჯ მშვიდობის შენებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება  არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები განვითარებისთვის“ მხარდაჭერით (სომხეთი)

მე-8 გაკვეთილი კონფლიქტის შესაძლო შედეგების განხილვას დაეთმო

1 2 3

 4 5

2 ნოემბერს ჩატარდა მე-8 გაკვეთილი-ტრენინგი, რომელიც ხორციელდება ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ძალადობის გარეშე ნაბიჯ-ნაბიჯ მშვიდობის შენებისთვის“ ფარგლებში.

გაკვეთილი ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლაში (ქუთაისი). ის კონფლიქტის შესაძლო შედეგების განხილვას დაეთმო. კონკრეტული პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით მოსწავლეები გაერკვნენ, თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს კონფლიქტს. თემამ მონაწილეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

პროექტი ხორციელდება  არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები განვითარებისთვის“ მხარდაჭერით (სომხეთი)

მე-6 გაკვეთილი კონფლიქტის ესკალაციის თემას დაეთმო

1 2 3 4 5 6

მე-6 გაკვეთილიკონფლიქტისესკალაციისსტადიებისშესწავლასდაეთმო.პროექტის „ძალადობისგარეშენაბიჯ-ნაბიჯმშვიდობისშენებისთვის“ფარგლებში მუშაობა წარიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლაში (ქუთაისი). პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების შემდეგ მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ უკეთესია კონფლიქტური სიტუაცია ესკალაციამდე არ მიიყვანო...

პროექტი ხორციელდება  არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები განვითარებისთვის“ მხარდაჭერით (სომხეთი)

მეშვიდე გაკვეთილი - კონფლიქტის მოგვარების გზების ძიება

1 2 3 

4 5

პროექტის„ძალადობისგარეშენაბიჯ-ნაბიჯმშვიდობისშენებისთვის“ ფარგლებშიმე-7გაკვეთილი-ტრენინგი 29 ოქტომბერსჩატარდა. მოსწავლეებმაგანიხილეს სახელმძღვანელოში აღწერილი კონფლიქტები და მათი განვითარების სტადიები. ნაწილმადახატაკონფლიქტი და მისი დადებითი მოგვარების გზა, ნაწილმა კი მოამზადაკონფლიქტისდადებითიმოგვარებისინსცენირება.

მეშვიდე გაკვეთილი, ისევე როგორც წინა ექვსი, ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლაში (ქუთაისი).

პროექტი ხორციელდება  არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები განვითარებისთვის“ მხარდაჭერით (სომხეთი)

ტრენინგი თემაზე „კონფლიქტების ადრეული პრევენციის გენდერული სისტემა“

1 2 3 4 5 6 7 8 

9 10

საერთაშორისო ორგანიზაცია Kvinna till Kvinna-ს მხარდაჭერით ფონდი „სოხუმის“ ოფისში ოთხდღიანი ტრენინგი გაიმართა თემაზე „კონფლიქტების ადრეული პრევენციის გენდერული სისტემა“. მონაწილეობდნენ ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები, ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ქუთაისიდან  წყალტუბოდან, ზუგდიდიდან.  ტრენინგი ჩაატარა ესპანეთიდან მოწვეულმა ტრენერმა ფელიპ დაზა სიერამ.

- კონფლიქტების ადრეული რეაგირების სისტემების განსაზღვრა, შიდა და გარე ანალიზი. მონაცემების სისტემატიზაცია და გამოყენება. ადვოკატირება, საჯარო სტრუქტურებთან ურთიერთობა, - თითოეული საკითხის განხილვა პრაქტიკული სავარჯიშოებით, კონკრეტული ქეისების  განხილვით მიმდინარეობდა. ამან პროცესი საინტერესო და ეფექტური გახადა.

მონაწილეთა საერთო შეფასებით, ეს იყო საჭირო და აუცილებელი ტრენინგი. მიღებული ინფორმაციები თითოეული მათგანის პრაქტიკულ საქმიანობაში ჰპოვებს ასახვას, რაც კონფლიქტების ადრეული პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები