ამ გვერდის ამობედვა

მისია და ღირებულებები

ორგანიზაციის მისია

  • ქალთა საზოგადოებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების ხელშეწყობა მათი სოციალური, საგანმანათლებლო და სამართლებრივი შესაძლებლობების განვითარების, სქესთა შორის თანასწორობის მიღწევის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის გზით. 

ორგანიზაციის ღირებულებები

  • გენდერული თანასწორობის მიღწევის, ქალებისა და გოგონების გაძლიერების და მათ ცხოვრებაში ყველა ბარიერის აღმოფხვრის ხელშეწყობა, რაც ხელს უშლის ქალებისა და გოგონების სრულ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
  • ქალისა და მამაკაცის სრული მონაწილეობის ხელშეწყობა, რათა მათ თავიანთი ნიჭით, უნარებით და რესურსებით თანაბრად შეძლონ ქვეყნის განვითარების და მდგრადი მშვიდობის მიღწევის საქმეში წვლილის შეტანა;
  • გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე, ქალთა სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების პროცესში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა;
  • საზოგადოებაში არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების და ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ისეთი მხარდაჭერის სერვისების განვითარების ხელშეწყობა, რაც უზრუნველყოფდა მათი ცხოვრების გაუმჯობესებას, ძალადობით მიყენებული ტანჯვის შემსუბუქებას და მნიშვნელოვან ცვლილებებს მათ ცხოვრებაში;
  • საზოგადოების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა, კარგი მმართველობისა და საზოგადოების განვითარების მიზნით;
  • პარტნიორობის და თანამშრომლობის განვითარება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ხელისუფლებას და მოქალაქეებს შორის, რომლებიც მუშაობენ გენდერული თანასწორობის სასარგებლოდ;
  • ოჯახური ატმოსფეროს შენარჩუნება ორგანიზაციაში. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი თანამშრომლებით;
  • ჩვენ გვჯერა ერთმანეთის, ვენდობით ერთმანეთს, ვიცით, რომ არავინ დაგვაღალატებს, რომ ყველა წესი დაცული იქნება და ყველა შეთანხმება - შესრულებული;
  • ვემხრობით არაკონფლიქტურ ურთიერთობებს, თავს ვარიდებთ მწვავე სიტუაციებს, ვცდილობთ კომპრომისის მიღწევას.