ვანის სამუშაო ჯგუფს ბევრი საქმე აქვს და ეს კარგად გამოჩნდა საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე. მოისმინეს IT სპეციალისტის ინფორმაცია ოფიციალური ვებგვერდის განახლების შესახებ - ვებგვერდს ემატება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის და ონლაინ პეტიციის ფუნქციები, მექანიზმი მოქალაქეთა მონაწილეობისთვის „დაგეგმე ბიუჯეტი“, განზრახულია საკრებულოს სხდომების ონლაინ ტრანსლაცია და სხვა ტექნიკური ცვლილებები. შეხვედრაზე განიხილეს საკრებულოს წევრებისათვის შემუშავებული ეთიკის კოდექსი და პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ჩატარებული მესამე მონიტორინგის შედეგები.

ორი მონიტორინგის ფარგლებში გამოკვეთილი რეკომენდაციების ნაწილი უკვე შესრულდა. ჯგუფის სამოქმედო გეგმაში აისახება მესამე მონიტორინგის რეკომენდაციებიც. მათი განხორციელება კიდევ მეტ გამჭვირვალობას და ეფექტიანობას შესძენს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას.

საგრანტო განაცხადების და პროექტების შემუშავებას მიეძღვნა ტრენინგი, რომელიც ბათუმში ჩატარდა 8 მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის.

პროექტის მიხედვით ახლა მიმდინარეობს რიგით მეორე საგრანტო კონკურსი. ტრენინგი დაეთმო კონკურსზე წარსადგენი პროექტების დამუშავებას და კორექტირებას. მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერად წარიმართა, რადგან ტრენინგის ფორმატი თეორიულ ნაწილთან ერთად მონაწილეთა აქტიურ ჩართულობასაც მოიაზრებდა. ყველა ორგანიზაციამ შეძლო თავისი საპროექტო განაცხადის კორექტირება და სრულყოფა.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის რიგით მეცხრე შეხვედრა გაიმართა ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“.

შეხვედრაში მონაწილეობდა 8 მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სამოქალაქო საზოგადოების 16 ორგანიზაცია. გაანალიზდა, თუ რა ვითარებაა ამ მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერის და დაფინანსების კუთხით და განვითარების რა შესაძლებლობები გააჩნიათ.

მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ ორგანიზაციების უმრავლესობას არც დიდი გამოცდილება აქვს და არც დონორებთან მუშაობის პრაქტიკა.

აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტებში უფრო რეგიონალური ორგანიზაციები შემოდიან სამუშაოდ, ამიტომ პროექტში მონაწილეობით მათ საშუალება ეძლევათ, გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი და გაიმდიდრონ გამოცდილება.

თერჯოლის საკრებულოში ჩატარდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა სამოქალაქო ბიუჯეტირების საკითხი. მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სათანადო დოკუმენტზე მუშაობა. დოკუმენტის სრულყოფისთვის საჭიროა მერიის მხარდაჭერა, ამიტომაც დაიგეგმა სამუშაო ჯგუფის სამი წევრის შეხვედრა მერთან.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ხონის მუნიციპალიტეტში ონლაინ პეტიციის სისტემა ინერგება!

6 აპრილს ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა ამ სისტემის მნიშვნელობა, საჭიროება და გამოყენების ხერხები.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა დაასახელეს ადმინისტრაციული ერთეულები, სადაც ისინი გეგმის მიხედვით ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს მოსახლეობასთან.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

ეთიკის კოდექსის საბოლოო ვერსიის შემუშავება დასასრულს უახლოვდება - ხონის მუნიციპალიტეტში შედგა სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ესწრებოდა.

მოცემული დოკუმენტი სხვა მუნიციპალიტეტების ეთიკის კოდექსებისგან გამოირჩევა იმით, რომ ვრცელდება არა მარტო საჯარო მოხელეებზე, არამედ პროფესიული, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების მქონე მოხელეებზეც.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

რა შეიცვალა მეორე მონიტორინგის შემდეგ მუნიციპალიტეტებში? როგორია პროგრესი? რა გამოწვევები დარჩა?

ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საგზაო რუკის განხორციელების მესამე მონიტორინგი დასრულდა. მონიტორინგის შედეგების განხილვას მიეძღვნა პრესკონფერენცია, რომელსაც სხვადასხვა მედიასაშუალების 20-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. მონიტორებმა ჟურნალისტებს წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუშაობის პროცესში გამოვლენილი ცვლილებების შესახებ.

შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის პარტნიორის, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ მიერ.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

საკონკურსო კომისიის მორიგ სხდომაზე განიხილეს 16 საპროექტო განაცხადი. პროექტები შეიმუშავეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმის წევრმა ორგანიზაციებმა მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში.

კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპისთვის დაფინანსდება ლანჩხუთის ორგანიზაციების (საქართველოს სასოფლო დარბაზი და ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი) მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადები.

გადაწყვეტილებას დანარჩენი ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ საკონკურსო კომისია მიიღებს პროექტების დაკორექტირების შემდეგ.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პანდემიის პირობებში ჩატარებული ონლაინ მუშაობის შემდეგ ქუთაისში  ტრენინგზე პირველად შეიკრიბნენ 8 მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები. ტრენინგი ლობირების საკითხებს მიეძღვნა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განხილულ იქნა აქტუალური ქეისები. ინტერაქტიული მუშაობა წარმართა ტრენერმა ელისაბედ სოფრომაძემ. მონაწილეთა თქმით, ეს მათთვის სასარგებლო და ნაყოფიერი დღე იყო.

ტრენინგის ორგანიზატორია - იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“. მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

გაიმართა მორიგი ტელეგადაცემა „რიონის“ ეთერით. მასში გაშუქდა საქმიანობის შედეგები, მიღებული გამოცდილება.

გადაცემის ორგანიზატორი - მეწარმე ქალთა ფონდი.

გადაცემაში მონაწილეობდნენ ფონდი „სოხუმის“, იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“, მეწარმე ქალთა ფონდის და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები იმერეთის, გურიის და რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტებიდან.

გადაცემის მთავარი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება საპროექტო საქმიანობაზე.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები