ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში შემაჯამებელი შეხვედრების დროა. 122 ადამიანი ესწრებოდა შეხვედრებს სამეგრელოს რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში: ზუგდიდში, სენაკსა და წალენჯიხაში: ახალგაზრდები, ახალგაზრდული სამსახურების, განათლების რესურსცენტრების და გენდერული თანასწორობის საბჭოების წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები.

ახალგაზრდებმა პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს, რა ისწავლეს ხუთთვიანი კურსის განმავლობაში. იყო საინტერესო დისკუსიები, შთაბეჭდილებათა გაზიარება. მშობლებმა და პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ პროექტში ჩართულ მოსწავლეებს ეტყობათ სასიკეთო ცვლილებები, ბევრი რამ იციან და საკმაოდ გააქტიურდნენ.  

სამივე შეხვედრამ წარმატებულად ჩაიარა. ახალგაზრდა ტრენერებს სერთიფიკატები გადაეცათ, დანარჩენ მონაწილეებს კი - სერტიფიკატები აქტიური ჩართულობისთვის.

 

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრი აქტიურად არის ჩართული ახალი წარმოდგენების სარეპეტიციო პროცესში. თებერვალში გამოსვლები გაიმართა ქუთაისში, ხონსა და სენაკში. სკოლის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით და აღფრთოვანებით ნახეს ყველა სცენა. იყო აქტიური ჩართულობა და დისკუსიები.

გრძელდება მუშაობა ფორუმ-თეატრის ახალ წარმოდგენებზე, ასევე მოხალისე მსახიობთა გუნდთან. დაიგეგმა ახალი ვიზიტები დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სატრენინგო კურსის 5 თვე

ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში მთავრდება სატრენინგო კურსის 5 თვე. თვის პირველ ნახევარში ჩატარდა შეხვედრები ტყიბულში, წალენჯიხაში, სამტრედიაში, ქობულეთსა და თერჯოლაში. ამ ტრენინგებს 87 მონაწილე დაესწრო. კურსის მონაწილეებმა 10 ტრენინგი გაიარეს კონფლიქტის მართვის და გენდერულ საკითხებზე.

ახლა რჩება შემაჯამებელი ღონისძიებები, რომლებიც გაიმართება მარტში.  შეხვედრებზე მოწვეულები იქნებიან პედაგოგები და მშობლები. ყველა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ჯგუფები, პრეზენტატორები აქტიურად ემზადებიან, რათა შეაჯამონ და აუდიტორია წარუდგინონ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ხუთი თვის განმავლობაში დააგროვეს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრის განახლებული შემადგენლობა აგრძელებს ამ უჩვეულო თეატრის ტრადიციებს.

იანვარში ახალგაზრდა მსახიობები ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ.  წარმოდგენები ჩატარდა ორ სოფელში: კოკსა და დიდ ნეძში. სკოლებში შეკრებილმა  მაყურებლებმა ნახეს რამდენიმე სცენა: შეყვარებულებზე,  ოჯახური ძალადობის თემაზე, დედა-შვილის ურთიერთობის შესახებ. ყველა სცენა რეალური ცხოვრებიდან არის აღებული. სწორედ ამიტომ მაყურებელთა გარკვეულმა ნაწილმა საკუთარი თავი დაინახა როგორც დადებით, ასევე უარყოფით როლებში.

მაყურებელი იმდენად აქტიური იყო, რომ ყველა სცენაში მოხდა ჩართულობა, შემდგომ კი დისკუსიები გაიმართა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში სატრენინგო მუშაობა აქტიურად გრძელდება. კიდევ ხუთი ტრენინგი ჩატარდა ბაღდათის, ვანის, ტყიბულის, სენაკის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრებში მონაწილეობდა 97 ადამიანი.

ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში - საინტერესო და სახალისო სავარჯიშოებში. ტრენინგები განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ მათ აერთიანებთ ის, რომ მონაწილეები საკმაოდ მოტივირებული არიან, უნდათ მეტი ინფორმაციის მიღება, მეტი სამოქალაქო განათლება და ეს იგრძნობა მათ დამოკიდებულებაში.

ყველა ახალგაზრდულ ჯგუფში გამოიკვეთა ლიდერები, რომლებიც თებერვალში პრეზენტაციებს გააკეთებენ შემაჯამებელ შეხვედრებზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ახალგაზრდულ მიმართულებაში ერთ-ერთი მთავარია ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრების გააქტიურება.

ყოველთვიურად ტარდება ტრენინგები დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში. იანვარში ტრენინგების სამუშაო თემები იყო ნაადრევი ქორწინება და კონფლიქტის მოგვარების გზები. აქტუალურმა საკითხებმა დისკუსიები გამოიწვია და ამით კიდევ უფრო საინტერესო გახდა ყველა ტრენინგი.

პირველი ხუთი ტრენინგი გაიმართა ზუგდიდის, სამტრედიის, წალენჯიხის, ქობულეთის და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში.

ახალგაზრდები ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას თავიანთ სკოლებში, ქალაქებსა და სოფლებში ავრცელებენ, რითაც ხელს უწყობენ კონფლიქტების შემცირებას და ძალადობის პრევენციას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრს წყალტუბოს №1და №4 საჯარო სკოლებში უმასპინძლეს.

მაყურებლები დაინტერესდნენ  წარმოდგენებით, იმ აქტუალური პრობლემებით, რომლებზეც აკეთებს აქცენტს ფორუმ-თეატრი.

მაყურებელთა ერთი ნაწილი სცენებშიც ჩაერთო ისე, როგორც ამას ფორუმ-თეატრის სპეციფიკა მოითხოვს. განსაკუთრებული დისკუსიის თემა გახდა სცენა, რომელიც დედ-შვილის ურთიერთობას ასახავს.

წარმოდგენების შემდეგ ორივე სკოლაში ჩატარდა მასტერკლასები, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ფორუმ-თეატრი და როგორია მისი მუშაობის თავისებურება. ამ პროცესში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხუთი შეხვედრა თვის დასაწყისში

გენდერული თანასწორობის პოლიტიკა საქართველოში და კონფლიქტის ესკალაცია - ამ თემაზე აქტიურად დაიწყო ტრენინგები ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში.

თვის პირველ ნახევარში ხუთი შეხვედრა გაიმართა სენაკის, ზუგდიდის, სამტრედიის, ტყიბულის  და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან. მონაწილეთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა.

ყველა ტრენინგი ადგილზე ჩატარდა, ამიტომაც გამოირჩეოდა მოზარდების ჩართულობით და უკეთ ავლენდა მათ შესაძლებლობებს როლური თამაშების, დისკუსიის თუ უკუკავშირის დროს.

ტრენინგების მონაწილეები ჩაერთნენ კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ და საინტერესო ინიცირებული ღონისძიებები ჩაატარეს თავიანთ მუნიციპალიტეტებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ბაღდათი, ვანი, ქობულეთი, სამტრედია - ამ ოთხი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან ტრენინგები ჩატარდა ონლაინ ფორმატში, ჩოხატაურში კი პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებმა განიხილეს კონფლიქტის წარმოშობის მიზეზები და ტოლერანტობის თემა. ცოცხალი ტრენინგი ყოველთვის გამოირჩევა როლური თამაშებით, საინტერესო მუშაობით. ამიტომ ის ბევრად ეფექტური იყო.

„კონკრეტული თამაშით გავიგეთ, როგორ მახინჯდება და იკარგება ინფორმაცია. ძალიან მარტივად გაგვაგებინეთ, რა იწვევს კონფლიქტებს,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.

ნოემბერში, ისევე, როგორც სხვა თვეებში, ტრენინგები ჩატარდა ათი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები