მრგვალი მაგიდა „სამედიცინო პერსონალის როლი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემის მართვაში“

1 2 3 4 5

 6 7

5 მარტს, შპს „უნიქალმედის“ ოფისში ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით კლინიკის სამედიცინო პერსონალთან მრგვალი მაგიდა გაიმართა. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ძალადობის აღკვეთის საკანონმდებლო მექანიზმებზე, სამედიცინო  დაწესებულებების პერსონალისთვის კანონით დაკისრებულ უფლებამოსილებებსა და ვალდებულებზე. ისინი ინტერესით გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ მედიცინის მუშაკებთან ჩატარებული კვლევის შედეგებს; ორგანიზაციის მიერ გამოცემულ ბროშურას, რომელიც  დარგის სპეციალისტებს აწოდებს პირველად ინფორმაციას, როგორ მოხდეს ძალადობის შემთხვევების იდენტიფიკაცია, სკრინინგი, ვისთან უნდა ჰქონდეს კოორდინაცია მედპერსონალს, რათა მოახდინოს ეფექტური რეაგირება პრობლემაზე.

საინტერესო დისკუსიებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რა აფერხებს ეფექტურ რეაგირებას პრობლემაზე: პაციენტების მხრიდან ძალადობის ფაქტების გაუმჟღავნებლობა; ინფორმირების დეფიციტი; ექიმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების საკითხი; პოლიციის მხრიდან საკუთარი ვალდებულებების იგნორირება და ა.შ.

საუბარი შეეხო პრობლემის გადაჭრის გზებს. გაჟღერდა არაერთი წინადადება: პერსონალის განათლება, რეფერირების სუბიექტებთან კოორდინაციის გაუმჯობესება, კვალიფიკაციური ფსიქოლოგის კადრის დანერგვა კლინიკებში.

პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით

დაბეჭდვა