Logo

  • Russian (Russia)
  • ქართული (საქართველო)
  • English (United Kingdom)
  • მთავარი
    გვერდი
  • სიახლეები
    • ქალთა მხარდაჭერის ცენტრები
    • ქალთა საინიციატივო ჯგუფები
    • ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა
    • ამომრჩეველ ქალთა კლუბი
    • ფორუმ-თეატრი
    • ვორკშოპები
    • პუბლიკაცია
    • კვლევა
    • აქციები
    • შეხვედრები
    • ტრენინგები
    • მრგვალი მაგიდები
    • მასმედია
  • გალერეა
  • პროექტები
    • მიმდინარე
    • დასრულებული
  • ჩვენს შესახებ
  • კითხვა/პასუხი
  • კონტაქტი
  • კალენდარი
  • ძებნა
15 ნოე2019

ახალ პროექტზე მუშაობა გურიაში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში

Posted in შეხვედრები

ფონდმა „სოხუმმა“ მეწარმე ქალთა ფონდთან და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით დაიწყო მუშაობა პროექტზე „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას დასავლეთ საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში. მეწარმე ქალთა ფონდი იმუშავებს ამბროლაურსა და ცაგერში (რაჭა-ლეჩხუმი), „სპექტრი“ - ოზურგეთსა და ლანჩხუთში (გურია), ხოლო ფონდი „სოხუმისთვის“ საპროექტო არეალია იმერეთის ოთხი მუნიციპალიტეტი: ხონი, თერჯოლა, ვანი და ბაღდათი.

 

ოქტომბერში გაიმართა მოსამზადებელი სამუშაოები, გაცნობითი სახის შეხვედრები ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და საინიციატივო ჯგუფის წევრებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან, მათ შორის გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელ პირებთან.

შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ადგილებზე ყველანაირი მხარდაჭერა იქნება პროექტის განხორციელებისას, რადგან ეს მუშაობა მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.

2 3 4 11 12 14 15 16

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

დაბეჭდვა ელ-ფოსტა

Gac.Fsokhumi.Ge

სიახლეები

  • ახალგაზრდული შეხვედრები ღვანკითში, ნოსირში, ქუთაისში
  • ფონდი „სოხუმი“ - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-11 ასამბლეაზე
  • შეხვედრა ტყიბულში სამედიცინო პერსონალთან
  • შეხვედრა ხურჩაში ძალადობის თემაზე
  • შეხვედრა სამედიცინო პერსონალთან წყალტუბოში
  • აქტიური სწავლება დღის ცენტრში
  • 25 ნოემბერი - 10 დეკემბერი - „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“
  • მრგვალი მაგიდები - 16-დღიანი კამპანიის დასაწყისში
მნახველები
2
სტატიები
5490
სტატიების დათვალიერების რაოდენობა
7678620

Fundsokhumi.ge

youtube icon WATCH1

Powered by Fund Sokhumi | Site Map