აქტიური აუდიტორია - სამშვიდობო ტრენინგზე

1 2 3 4 5 6 7

აქტიური აუდიტორია შეიკრიბა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლაში - სკოლების, საბავშვო ბაღების, უნივერსიტეტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„მშვიდობის მშენებლობა, ომის და მშვიდობის კულტურის მოდელები“ - ასე ერქვა ტრენინგს, რომელიც მათთვის ჩაატარა დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაციამ - პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“. ტრენინგის თეორიულმა და პრაქტიკულმა ნაწილმა აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო სავარჯიშო „ქანდაკება“ - „მშვიდობის და ომის კულტურის მოდელების“ წარმოდგენა დრამის ელემენტების გამოყენებით.

დისკუსიაც და უკუკავშირიც ქანდაკების ემოციებს დაუკავშირდა – რა შეგრძნებაა, იყო „ომის“ ნაწილი და რას ნიშნავს „მშვიდობის“ ნაწილად გრძნობდე თავს.  ყველამ გადაწყვიტა, თავის საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით გამოიყენოს ეს ორიგინალური სავარჯიშო, ასე დაანახოს ადამიანებს ომის ნეგატიური და მშვიდობის პოზიტიური ემოციები და შედეგები. როგორც ბოლოს აღინიშნა, ტრენინგი ხელს შეუწყობს მისი მონაწილეების უფრო აქტიურ ჩართვას სამშვიდობო საქმიანობაში.

ტრენინგი გაიმართა კოალიციის „ქალი და მშვიდობა“ აქტივობების ფარგლებში. მშვიდობა“. კოალიციაში შევიდა დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა) ქალთა 10 არასამთავრობო ორგანიზაცია.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

დაბეჭდვა