გენდერული ძალადობა

2

კარანტინის პირობებში გახშირდა ძალადობის შემთხვევები. ბევრი მსხვერპლი მოძალადესთან ერთად დარჩა სახლში... მათთვის, მათ დასახმარებლად ფონდმა „სოხუმმა“ საგანგებოდ შეიმუშავა საინფორმაციო ფურცელი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სერვისების შესახებ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2

ფონდ „სოხუმში“ ახალი პუბლიკაცია გაჩნდა - „ქალთა მიმართ ოჯახში  ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თვითმმართველობების როლი და პრაქტიკა“. მასში განხილულია ფონდი „სოხუმის“ აქტიური თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში, მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესების, ინფორმირებულობის გაზრდის და ძალადობასთან ბრძოლაში საკუთარი როლის გააზრების კუთხით.

პუბლიკაცია გამოიცა ქართულ და ინგლისურ ენებზე და გავრცელდა იმ ადგილობრივ თვითმმართველობებში, სადაც ფონდი მუშაობს.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფონდი „სოხუმის“ იურიდიულმა სამსახურმა გამოსცა ბროშურა „STOP  ძალადობას!!!“

მასში მოცემულია ხში­რად დას­მუ­ლი კითხ­ვე­ბი ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრობლემასთან დაკავშირებით და მოცემულია პასუხები/განმარტებები:  რა არის ოჯახში ძალადობა, ძალადობის რა ფორმები არსებობს, ვინ ითვლება მსხვერპლად, ვინ არის მოძალადე და ა.შ.

ბროშურაში მითითებულია ფონდი „სოხუმის“ 10 ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორების ნომრები და ის საჭირო საკონტაქტო მონაცემები, რომლებზე დარეკვაც შეუძლია მსხვერპლს ძალადობის შემთხვევაში.

ბროშურების ნაწილი დარიგდება კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ დღეებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1„სამართალდამცავი ორგანოების როლი და არსებული პრაქტიკა - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში დანერგვის მონიტორინგი“ - ასე ჰქვია პუბლიკაციას, რომელიც გამოიცა ფონდ „სოხუმში“. მასში გამოყენებულია შსს-ს ადგილობრივ სტრუქტურებთან ჩატარებული მცირე მასშტაბის მონიტორინგის მასალები. სამაგიდე კვლევის ფარგლებში გაანალიზდა არსებული საკანონმდებლო ჩარჩო.

მონიტორინგმა გამოავლინა ის თვალსაჩინო პროგრესი, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მიაღწია. და ამასთანავე გარკვეული გამოწვევები, რომელთა დასაძლევად გამოცემის ბოლოს მოცემულია რეკომენდაციები.

კვლევაზე მუშაობდნენ ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის და ქუთაისის სათაო ოფისის მონიტორინგის ჯგუფის წევრები.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1ფონდ „სოხუმში“ მომზადდა „კვლე­ვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის  რო­ლი და ჩარ­თუ­ლო­ბა ქალ­თა მი­მართ და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის გა­მოვ­ლე­ნის, მას­ზე რე­ა­გი­რე­ბის და რე­ფე­რი­რე­ბის პრო­ცეს­ში“. მასში მოცემულია სა­მე­დი­ცი­ნო პერსონალის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქალ­თა მი­მართ/ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის სა­კი­თხე­ბის მი­მართ, მათი ხედ­ვა გა­მო­სავ­ლის შე­სა­ხებ და კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

პროექტის „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის“ ფარგლებში ფონდმა „სოხუმმა“ დაიწყო აქტიური თანამშრომლობა სამედიცინო პერსონალთან.

პროექტის თანახმად, გამოვიდა პუბლიკაცია „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციაში“, რაც დაეხმარება სამედიცინო სფეროს მუშაკებს, მოახდინონ სათანადო რეაგირება ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროს.

გადმოწერა

4, 5, 9, 10 - რჩევები ქალებს

„სიყ­ვა­რულს მოვ­ლა უნ­და, ქორ­წი­ნე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად უნ­და განამტკი­ცო. გთა­ვა­ზობთ წე­სებს, რომ­ლე­ბიც და­გეხ­მა­რე­ბათ ამა­ში. იქ­ნებ, ეს არც ისე ად­ვი­ლი­ა, მაგ­რამ სცა­დეთ...“ - ნათქვამია ამ პატარა გამოცემის შესავალში.

ეს არის ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის მანანა გოცირიძის მიერ მომზადებული რჩევები ქალებს: ურ­თი­ერ­თო­ბის 4 ოქ­როს წე­სი, 5 იდეა ოჯა­ხის სიმ­ყა­რის­თვის, ოჯა­ხუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის 9 სა­ი­დუმ­ლო, უკონ­ფლიქ­ტო ოჯა­ხის 10 მცნე­ბა.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობასთან თანამშრომლობა - გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენციისათვის“ ფარგლებში  მუნიციპალიტეტის 14 თემში ჩატარდა გამოკითხვა ქალთა მიმართ ძალადობის სიტუაციური ანალიზის მიზნით. შედეგ კი გამოიცა „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემის სიტუაციური ანალიზი სენაკის მუნიციპალიტეტში“.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გამოიცა ფონდი „სოხუმის“ საანგარიშო ჟურნალი „ქალთა ხმა“. ჟურნალის  პირველ ნაწილში შეჯამდა წარმატებით განხორციელებული სამწლიანი პროექტი „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“. მეორე ნაწილში შეკრებილია  ყოველთვიური ინტერნეტ გამოცემა - საინფორმაციო ბიულეტენები, რომლებშიც განხილულია ფონდი „სოხუმის“ სხვადასხვა შეხვედრაზე წამოჭრილი აქტუალური თემები და კონკრეტული ქეისები. სწორედ ამ ისტორიებითაა წარმოდგენილი ჩვენი მუშაობის ანგარიში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საკონსულტაციო მუშაობის მნიშვნელობა ძალადობის პრევენციისთვის - ასეთია #11 საინფორმაციო ბიულეტენის თემა.

ფონდი „სოხუმის“ საქმიანობაში განსაკუთრებულია საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობა. ამ მხრივ ფასდაუდებელია ფსიქოლოგის და იურისტების წვლილი. ბიულეტენში დაბეჭდილია მაგალითები ფსიქოლოგისა იურისტების ქეისებიდან და მოცემულია გარკვეული რჩევები.

გადმოწერა 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები