ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდა მსახიობებისთვის ეს მასშტაბური და შთაბეჭდავი ჩვენება იყო.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში ჩრდილების თეატრისა და თოჯინების თეატრის წარმოდგენები გაიმართა.

პატარა მაყურებელი განსაკუთრებული ინტერესით უყურებდა ლამაზ სცენებს. თეატრის რეჟისორმა მაგდა ჩიხლაძემ მათ უამბო, როგორ ჩამოყალიბდა ფორუმ-თეატრი, ჩრდილების თეატრი, თოჯინების თეატრი და რა მნიშვნელობა აქვს ამ წარმოდგენებს სხვადასხვა ასაკის მაყურებელისთვის.

ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ თეატრალურ ჯგუფს და ახალი შეხვედრების სურვილი გამოხატეს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გამოქვეყნებულია ფორუმ-თეატრი

აგვისტოში ხალხი თითქმის გასულია ქალაქიდან, მაგრამ ბევრია სტუმარი... ძირითადად,  სწორედ ისინი ესწრებოდნენ ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს ქუთაისის უბნებში.

ჩატარდა ორი წარმოდგენა., მაყურებელი დაინტერესდა ამ ფორმატით. ზოგიერთს საერთოდ არ ჰქონდა ნანახი და განაგონი, ზოგიერთი ჩაერთო სცენებშიც. სამწუხაროდ, ყველამ უარი თქვა ფოტოების გადაღებაზე, ამიტომაც ფოტოებში  ჩანან მხოლოდ მსახიობები და ეპიზოდები სცენებიდან.

ღია ცის ქვეშ წარმოდგენები საკმაოდ დიდ როლს ასრულებს როგორც საზოგადოების ინფორმირების, ძალადობის პრევენციის მექანიზმი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გამოქვეყნებულია ფორუმ-თეატრი

ფორუმ-თეატრს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს: უამრავი წარმოდგენა, ათობით მსახიობი, რომელიც წლებთან ერთად იცვლებოდნენ...  ახლა ამ ისტორიის დაარქივება დაიწყო - შეიკრიბა სცენარები და ერთ კრებულად დაიბეჭდა. ეს არის ერთგვარი სახელმძღვანელო, რა სახის სცენარებზე იგება ფორუმ-თეატრის წარმოდგენები...

ივლისში აქტიურად მიმდინარეობდა სარეპეტიციო მუშაობა და წარმოდგენები. ფორუმ-თეატრმა ორი გამოსვლა ჩაატარა ქუთაისში - ცენტრალურ პარკში და რიონისპირა ახალ სკვერში.

მაყურებელი ბევრი არ იყო, მაგრამ საინტერესო აღმოჩნდა მათი უკუკავშირი. განსაკუთრებული აღტაცებით საუბრობდნენ უცხოელი ტურისტები, რომლებმაც აუდიტორიასთან დიალოგის ამ უჩვეულო ფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გამოქვეყნებულია ფორუმ-თეატრი

გასაკვირია, მაგრამ ფონდ „სოხუმს“ სამი თეატრი აქვს: ფორუმ-თეატრი, ჩრდილების თეატრი და თოჯინების თეატრი.

ამ თვეში  თოჯინების თეატრი გააქტიურდა, დაიწყო რეპეტიციები და წარმოდგენებიც გამართა.

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სარეაბილიტაციო ცენტრში მყოფი პატარებისთვის ჩატარდა წარმოდგენა „გვრიტი“. ბავშვებს ძალიან მოეწონათ სპექტაკლი. მათთვის საყვარელი პერსონაჟები გასაგებ ენაზე საუბრობდნენ მეგობრობასა და სიყვარულზე.

20 ივნისს, დევნილთა/ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს კი ახალგაზრდა მსახიობები მაყურებლის წინაშე გამოვიდნენ ქუთაისში, „სიყვარულის სკვერში“. თოჯინების სიტყვებით გაჟღერებული ტოლერანტობის თემა საინტერესო აღმოჩნდა დამსწრეთათვის.

იყო აღტაცებული შეძახილები, ტაში, ფოტოგადაღებები...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გამოქვეყნებულია ფორუმ-თეატრი

ფორუმ-თეატრმა მაისი აქტიური მუშაობით დაასრულა. 4 სცენა წარმოადგინა  ქუთაისის ბოტანიკური ბაღში, სადაც მონაწილეობა მიიღო გენდერული კლუბის ჩატარებულ ღონისძიებაზე. შემდეგ კი წარმოდგენები გამართა „SOS - ბავშვთა სოფელში“.

მაყურებლებისთვის საინტერესო იყო ყველა სცენა, მაგრამ განსაკუთრებული ყურადრება მაინც მიგრაციამ  და შვილებისა და მშობლების  ურთიერთობამ მიიპყრო. ამ აქტუალურმა თემებმა სადისკუსიოდ განაწყო შეკრებილები. მაყურებელი წარმოდგენებშიც აქტიურად ჩაერთო.

ფორუმ-თეატრის განახლებული გუნდი ონლაინ მუშაობის შემდეგ სიამოვნებით ურთიერთობს მაყურებელთან, მსჯელობს პრობლემებზე და ეძებს იდეებს ახალი წარმოდგენებისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გამოქვეყნებულია ფორუმ-თეატრი

როგორც იქნა - დაიწყო ცოცხალი ურთიერთობები მაყურებელთან!

აპრილმა განსაკუთრებით აქტიურად ჩაიარა ფორუმ-თეატრისთვის. ოთხი წარმოდგენა ჩატარდა: დიდი ნეძის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში და ქუთაისის ცენტრალურ პარკში.

ფორუმ-თეატრის მსახიობებისთვის სტიმულის მომცემი იყო მაყურებლების წინაშე ცოცხლად თამაში. აუდიტორია აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში. ახალგაზრდები გულწრფელად საუბრობდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართვა ძალადობის პრევენციაში. აღინიშნა, რომ მსგავსი რეალური სცენები აძლევს მაყურებელს, განსაკუთრებით მოზარდებს, დაფიქრების და გამოსავლის ძიების შესაძლებლობას.

გამოქვეყნებულია ფორუმ-თეატრი

პანდემიამ შეაფერხა ფორუმ-თეატრის მუშაობა. ახლა კი სასიამოვნო სიახლეები დაიწყო: ჯგუფი შეივსო ახალი მსახიობებით, შეიქმნა ახალი სცენარები, განახლდა სარეპეტიციო პროცესი და წარმოდგენების ჩვენება. ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა ჩაატარა ქუთაისში, ღია ცის ქვეშ.

ახალგაზრდა მსახიობთა ჯგუფი კიდევ უფრო აქტიურ გაზაფხულს გეგმავს - ეწვევა სხვადასხვა მუნიციპალიტეტს, მაყურებელს აჩვენებს სცენებს აქტუალურ თემებზე, მერე კი გაიმართება დისკუსიები, რომ ყველამ დაინახოს პრობლემები და მათი მოგვარების გზები...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გამოქვეყნებულია ფორუმ-თეატრი

https://www.facebook.com/watch/?v=702768274079179

თებერვალში ფორუმ-თეატრი ცოცხლადაც მუშაობდა და ონლაინაც. ტარდებოდა რეპეტიციები, ვიდეორგოლების ჩაწერა. ახალგაზრდა მსახიობებმა ორი წარმოდგენა გამართეს ქუთაისის ცენტრალურ პარკებში. მართალია, თეატრს არ ჰყავდა ბევრი მაყურებელი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, წარმოდგენების ჩატარება მაინც მნიშვნელოვანია ძალადობის პრევენციის თვალსაზრისით.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე განთავსდა ფორუმ-თეატრის მსახიობების მონოლოგები, რომელთაც ასობით ადამიანი გაეცნო.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გამოქვეყნებულია ფორუმ-თეატრი

დათოვლილ ქუთაისს უხდება წარმოდგენები. ფორუმ-თეატრი ცენტრალურ პარკებში მართავს ჩვენებას. ეს ახალი სცენებია, უკვე გამოცდილ მსახიობებთან ერთად აქტიურად მუშაობენ მოხალისეები. რეჟისორი მაგდა ჩიხლაძე ჩვეული რუდუნებით ატარებს რეპეტიციებს.

ფორუმ-თეატრი მიჩვეულია ხალხმრავლობას. ახლა მაყურებელი ცოტაა, მაგრამ მსახიობები მაინც სულითა და გულით ასრულებენ თავიანთ როლებს. ახალი სცენები ძალადობას და მიგრაციას ეხება. როგორც ყოველთვის - აქტუალურ თემებს.

ფორუმ-თეატრს იმედი აქვს, რომ მალე დაუბრუნდება ბევრი მაყურებელი და აქტიური დიალოგი გაიმართება აუდიტორიასთან.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გამოქვეყნებულია ფორუმ-თეატრი

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image