დიდინეძის საჯარო სკოლა. არდადეგები დაიწყო, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრები კი ტრენინგზე მოვიდნენ სკოლაში.

რა იწვევს კონფლიქტს? რა სახის კონფლიქტებია ყველაზე ხშირი? რა საჭიროა კონფლიქტის ანალიზი? როგორ ვმართოთ კონფლიქტი? 

გზადაგზა, ტრენინგის განმავლობაში ხდებოდა ამ კითხვებზე პასუხების გაცემა. ხდებოდა - სავარჯიშოებით, თამაშით, მსჯელობით, მაგალითებით... რომ უფრო საინტერესო, სასარგებლო და დასამახსოვრებელი ყოფილიყო.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

გამოქვეყნებულია ტრენინგი

„ერთი ფანჯრის“ პრიციპის სიმარტივისა და მოხერხებულობიდან გამომდინარე, ამ მეთოდს აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში“.

„უკვე ვფიქრობ, რომელი პრობლემა ავარჩიო იმათგან, რომლებიც დევნილებს აწუხებთ და ამ მეთოდით გადავჭრა“.

ასე ამბობდნენ მონაწილეები ტრენინგის ბოლოს.

ტრენინგი ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის ჩატარდა.   პრეზენტაციის მეშვეობით მონაწილეებმა გაიგეს „ერთი ფანჯრის“ პრინციპსა და  მნიშვნელობაზე. ინფორმაცია მაგალითებსა და სავარჯიშოებზე იყო დაფუძნებული. ინტერაქტიულმა მუშაობამ კი მონაწილეებს უშუალო გარემო შეუქმნა, რომ უკეთ გარკვეულიყვნენ საკითხში.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

გამოქვეყნებულია ტრენინგი

ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი „ერთი ფანჯრის“ პრინციპის მეთოდოლოგიის შესახებ.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთა კომპეტენციის ამაღლებას, მათ აღჭურვას საჭირო  უნარ-ჩვევებით, რათა შეძენილი ცოდნა გამოიყენონ დევნილთა პრობლემების იდენტიფიცირებასა და გადაჭრაში.

მონაწილეებმა ჯგუფებში იმუშავეს კონკრეტულ მაგალითებზე და დაინახეს ამ მეთოდის უპირატესობა და ეფექტი.  

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

გამოქვეყნებულია ტრენინგი

რას მოიაზრებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325? რატომ არის მნიშვნელოვანი ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზაცია?

ეს საკითხები განიხილეს ონლაინ ფორმატში ორგანიზებულ ტრენინგზე, რომელსაც ესწრებოდნენ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრები.

მონაწილეები ჩაუღრმავდნენ რეზოლუციის და სამოქმედო გეგმის შინაარსს. ჯგუფური მუშაობის დროს კი იმსჯელეს იმაზე, ამ მიმართულებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე რა ამოცანები და აქტივობები შეიძლება დაიგეგმოს. ტრენინგის შემდეგ მონაწილეები აქტიურად ჩაერთვებიან ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესში.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

გამოქვეყნებულია ტრენინგი

გენდერული ძალადობა, ძალადობა ოჯახში - ეს საკითხები არ კარგავს აქტუალობას. ერთი ტრენინგი ამიტომაც მიეძღვნა ამ თემებს.

პროგრამა მოიცავდა თეორიულ მასალას, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ანიმაციური ფილმის ჩვენებას. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჯგუფებში ემსჯელათ საზოგადოების როლსა და მიდგომებზე, ქალთა სოლიდარობაზე და სახელმწიფო სტრუქტურების ხარვეზებზე ძალადობის პრევენციის და აღმოფხვრისთვის მუშაობის  კუთხით.

მონაწილეები - ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრები - აქტიურად ჩაერთნენ სატრენინგო პროცესში.

აღინიშნა, რომ არასამთავრობო სექტორის მუშაობა თვალსაჩინოა და აისახება ქალთა ინფორმირებულობასა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

პროექტი ხორციელდება გაეროს

ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

გამოქვეყნებულია ტრენინგი

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ტრენინგი გაიმართა „ერთი ფანჯრის“ პრინციპზე, მეთოდოლოგიაზე, გამოყენების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე.

მონაწილეებმა პრეზენტაციის მეშვეობით მოისმინეს, რას გულისხმობს „ერთი ფანჯრის პრინციპი“, გაეცნენ ამ მეთოდის უპირატესობებს: ვის რა ინტერესები აქვს ამ პროცესში და რამდენად ეფექტურია პრობლემათა მოსაგვარებლად, რატომ არის ის საინტერესო დევნილებისთვის, სხვადასხვა სტრუქტურისთვის, ვის რა მოტივი ამოძრავებს და ა.შ.

ტრენინგის მსვლელობისას გამოყენებული იყო პრაქტიკული სავარჯიშოები, რამაც უზრუნველყო მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობა.

დისკუსიამ აჩვენა, რომ მონაწილეები პრაქტიკულად შეძლებენ ამ მეთოდით მუშაობას, აიცილებენ კაბინეტიდან კაბინეტში საბუთებით სიარულს და არ მოუწევთ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის იმის მტკიცება, რამდენად აქტუალურია მათი პრობლემა.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

გამოქვეყნებულია ტრენინგი

ტრენინგი ქუთაისის ჯგუფისთვის

„ერთი ფანჯრის“ პრინციპის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე ტრენინგი ჩაუტარდა ქუთაისის საინიციატივო ჯგუფის წევრებს.

ეს პრინციპი ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივების და პრობლემების მოგვარების ყველაზე სწრაფი საშუალებაა.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ორგანიზებული შეხვედრების მნიშვნელობაზე. მათთვის გასაგები გახდა, რატომ არის უკეთესი ამ მეთოდის გამოყენება და როგორ უნდა გაიმართოს შეხვედრა, რათა სასურველი შედეგი დადგეს.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

გამოქვეყნებულია ტრენინგი

დროდადრო ყველას გვესაჭიროება ფსიქოლოგიური განტვირთვა.

სწორედ ამ მიზნით ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით დიდინეძის სკოლის პედაგოგებთან ჩატარდა ტრენინგი.

არტ თერაპია, როლური თამაშები და ტესტები. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც მონაწილეებთან შეასრულა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა მანანა გოცირიძემ.

ქალბატონები ძალზედ კმაყოფილნი დარჩნენ და აღნიშნეს, რომ მსგავსი აქტივობები აუცილებელია ენერგიით ასავსებად, მეტი შემართებითა და ენთუზიაზმით მუშაობისთვის.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

გამოქვეყნებულია ტრენინგი

საქართველოში ქალთა პოლიტიკური ჩართულობა, პოლიტიკური მონაწილეობის ისტორია და არსებული მდგომარეობა, კვოტირების სისტემა და მისი დანერგვის მექნიზმები, სხვა ქვეყნების გამოცდილება და წარმატებული ისტორიები - ამ საკითხებზე გაიმართა ონლაინ ტრენინგი, რომელსაც ესწრებოდნენ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრები.

ჯგუფური მუშაობისას მონაწილეებმა იმსჯელეს იმ ძირითად ბარიერებზე, რომლებიც ქალთა პოლიტიკურ ჩართულობას უშლის ხელს.

დისკუსიის პროცესში მათ დაასაბუთეს, რამდენად მნიშვნელოვანია კვოტების - ეფექტიანი სპეციალური ზომების -  დანერგვა საქართველოში.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

გამოქვეყნებულია ტრენინგი

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image