მარტი პროექტის ბოლო თვეა და ჩვენი მხრიდან უკრაინელების მხარდაჭერაც დასასრულს უახლოვდება. სამწუხაროა, რომ არ გვეძლევა მათი კვლავ დახმარების შესაძლებლობა, თუმცა ვცდილობთ, ვიპოვოთ ახალი გზები.
ჩვენს ბაზაში 398 ადამიანია - ეს ის ადამიანთა რაოდენობაა, ვინც სხვადასხვა სახის დახმარება მიიღო ჩვენგან. ამ თვეში 46 ოჯახს გადაეცა 64 ვაუჩერი. გადახდილ იქნა ონკოპაციენტი ქალბატონის ბოლო სამი ქიმიის საფასური - 1470 ლარი. 8 მარტს უკრაინელ ლტოლვილთა ერთი ჯგუფი ესწრებოდა ფილმის ჩვენებას სასტუმრო „არგოში“, სადაც აღინიშნა ორგანიზაციის დაბადებიდან 27-ე წლისთავი.
მარტში სხვა დონორი ორგანიზაციის ფინანსური ხელშეწყობით ახალი პროექტი დაიწყო - ამჯერად ბავშვებისთვის. ისინი დადიან სხვადასხვა კურსზე, რომლებიც ჩვენს ორგანიზაციაში ჩამოყალიბდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ისევ ვცდილობთ უკრაინელების მხარდაჭერას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)