ხობის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებული ჭრა-კერვის კურსები დასრულდა. დღის სარეაბილიტაციო ცენტრი სოფელ შუა ხორგაში მოეწყო.
საინტერესო იყო საბაზისო კურსის ორი თვე, ყოველი გაკვეთილი: დიზაინზე მუშაობა, ქსოვილის თუ სხვადასხვა დეტალის საგულდაგულო დამუშავება...
მეცადინეობების ბოლო დღე განსაკუთრებულად, თავიანთი ნამუშევრების გამოფენით აღნიშნეს ქალებმა. ამბობენ, კარგი მასწავლებელი გვყავდა, ყველა ნიუანსი გვასწავლა. ერთად ყოფნა და ურთიერთობებიც სასიამოვნო იყოო...
კურსდამთავრებულები ეცდებიან - პრაქტიკაში გამოიყენონ, რაც ისწავლეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
- მე ვარ ქალი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ოჯახი შეენარჩუნებინა. ამავდროულად ვარ დედა, რომელმაც შვილებისთვის შეცვალა მომავალი. მეშინოდა, როგორ ვიცხოვრო, რა გავაკეთო მარტო. ვერ ვბედავდი განქორწინებას. უფრო ადრე უნდა წამოვსულიყავი, ვნანობ, ამდენი რომ ვითმინე...
ეს ახალგაზრდა მრავალშვილიანი დედა ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა.
აქ შვილებთან ერთად იყო მეორე ახალგაზრდა ქალიც - ძალადობის გარემოში მცხოვრები. სოციალური მუშაკის და იურისტის რჩევებმა, ფსიქოლოგის თერაპიულმა კურსმა, ცენტრში გატარებულმა დღეებმა კარგი შედეგები გამოიღო. მისთვის განსაკუთრებული მაგალითი მაინც იყო ქალი, რომელმაც თავი დააღწია ძალადობას და მშვიდად ცხოვრობს შვილებთან ერთად. მერიის დახმარებით, ჩვენი და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით თანდათან აეწყო ყველაფერი და მადლიერია...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისის დღის ცენტრში დაიწყო პოლიმერულ თიხაზე მუშაობის ახალი კურსი. მსურველთა რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა და სწავლის მიმართ ინტერესიც დიდია. პედაგოგ მაკა ჯიშკარიანის დახმარებით ქალები სიამოვნებით ეუფლებიან ახალ საქმეს.
ჯგუფის წევრებს პირველივე მეცადინეობებზე შეხვდა ფსიქოლოგი ეკა ქვაჩაკიძე. მათ უკვე იციან, რას სთავაზობს ჩვენი ორგანიზაცია, როგორ ვართ დაინტერესებულები მათი წარმატებით და განვითარებით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
აქ დაგვხვდა თბილი გარემო, მზრუნველი ადამიანები... ვიგრძენით სიყვარული, ყურადღება, მხარდაჭერა... - ამბობდნენ წასვლის წინ ქალები და გამოხატავდნენ მადლიერებას, რაც ადამიანების საუკეთესო თვისებაა.
დედების და შვილების კიდევ ერთი ჯგუფი გააცილეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრიდან. ეს ოჯახები ირიცხებიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში და ამასთანავე არიან ეკომიგრანტები. მათთვის განსაკუთრებულად კარგი იყო სარეაბილიტაციო ცენტრში გატარებული დღეები, თერაპიული სესიები, სასარგებლო ინფორმაციების მიღება, განტვირთვა და რეაბილიტაცია... ყველა აქტივობაში დიდი ინტერესით ერთვებოდნენ. ეს მათი სამახსოვრო ჩანაწერები და ჩანახატებია...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ყოველთვის საინტერესოა მუშაობა ადამიანებთან, რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა და ემპათია არსებულ სიტუაციაში. სწორედ ასეთი ადამიანები ჩამოდიან ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში. მარტში აქ იმყოფებოდნენ ქალები და არასწრულწლოვნები. იყვნენ ბავშვები, რომლებიც იზრდებიან დედის გარეშე. მათ სჭირდებათ ინდივიდუალური მიდგომა. ცენტრის თანამშრომლები სისტემატურად მუშაობდნენ ბენეფიციარებთან.
ფსიქოლოგი ეკა ქვაჩაკიძე აღნიშნავს: „ოჯახსუდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის აგრესიულობის ჩამოყალიბებაში. აგრესიული რეაქციების დამახასიათებელ სტილს ადამიანი ინარჩუნებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. სწორედ ამგვარ პრობლემებს წავაწყდით მუშაობის პროცესში, მაგრამ ჩვენმა მონდომებამ სასიკეთოდ იმოქმედა ბავშვებზე. ეს მათ ნახატებშიც ჩანს“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ წალენჯიხაში საბაზისო ჭრა-კერვის კურსი გახსნა.
კურსი თებერვალში დაიწყო და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
პედაგოგმა ნანა კალანდიამ თავის სახლში გამოყო ადგილი და უკვე მოეწყო ყველაფერი, რაც სწავლებისთვისაა საჭირო - შეტანილია საკერავი მანქანები, ნაჭრები, ძაფები...
ქალები ინტერესით სწავლობენ თარგების გამოჭრას, კერვას, მუშაობენ დიზაინზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ლამაზი ნახელავები აქვთ ქალებსა და გოგონებს. თებერვლის დასაწყისში დაიწყეს სწავლა ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში. პირველად შეეხნენ პოლიმერულ თიხას, მაგრამ უკვე ბევრი რამ იციან და სიამოვნებითაც მუშაობენ.
მაკა ჯიშკარიანი ცოდნას და გამოცდილებას უზიარებს ახალ შეგირდებს და კმაყოფილია მათი მონდომებით.
ყველამ იცის, რომ ეს მხოლოდ მეცადინეობები არ არის, ნამდვილი თერაპიაა. ძერწვის დახმარებით იხსნება ქალების შემოქმედებითი ნიჭი, გატაცებები. სწავლის შემდეგ მათ შეუძლიათ მცირე ბიზნესის დაწყება, თავიანთი იდეების და ოცნებების ახდენა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
დღის სარეაბილიტაციო ცენტრის 16 ბენეფიციარისთვის ქალთა ფონდ „სოხუმში“ ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ბიზნესის დაგეგმარება და მცირე/მიკრო ბიზნესის მართვა“ (ტრენერი: ელგუჯა დეისაძე - ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი).
ტრენინგი ორ დღეს მიმდინარეობდა შემდეგ საკითხებზე: ბიზნესის დაგეგმვა და პროექტების წერის საფუძვლები, ახალი ბიზნესის ფორმირება-ორგანიზებისთვის სისტემური მიდგომის მეთოდოლოგია, ბიზნეს გეგმის შედგენაში საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.
მონაწილეებს ჩამოყალიბებული ჰქონდათ ბიზნეს იდეა. ამიტომ სწავლების პროცესი უფრო მიზანმიმართული იყო და ტრენერმა კონკრეტული რეკომენდაციები გასცა.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა: წარმოადგინეს ბიზნეს პროექტი, შეაფასეს ბიზნეს რისკები, შეავსეს ბიზნეს პროექტის განაცხადი.
მონაწილეებმა ასე დაახასიათეს ტრენინგი:
„საჭირო და სასარგებლო ტრენინგი იყო.“
„მნიშვნელოვანი თემები განვიხილეთ.“
„ძალიან ბევრი რამ გავიგე და ჩემთვის ახალი შესაძლებლობა იხსნება“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდ „სოხუმში“ შექმნილი დღის სარებილიტაციო ცენტრები პრაქტიკულ დახმარებას უწევენ ძალადობის მსხვერპლ და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ქალებს.
გასულ წელს ქუთაისის ცენტრში პოლიმერულ თიხაზე მუშაობა ისწავლა 28 ქალმა, 5-მა კი ფრჩხილების მოვლის კურსი დაამთავრა. თერჯოლის დღის ცენტრში 5-მა ქალმა გაიარა თიხაზე მუშაობს და ამდენივემ - კოსმეტოლოგიის კურსი. ჩოხატაურში ჭრა-კერვის კურსი მოქმედებს და 9 ქალია მისი კურსდამთავრებული.
კურსების დასრულების შემდეგ ქუთაისსა და თერჯოლაში გაიმართა ტრენინგები, სადაც მონაწილეებმა შეისწავლეს ბიზნეს იდეის ჩამოყალიბება და პროექტის გაწერა. საკონკურსო კომისიას წარედგინა 15 საპროექტო განაცხადი. კონკურსის საფუძველზე გამოვლინდა 4-4 პროექტი ქუთაისიდან და თერჯოლიდან, რომელთაც მიიღეს მცირე გრანტები.
2024 წელს ჩვენი დახმარებით 52-მა ქალმა შეისწავლა ახალი საქმე, მათი დიდი ნაწილი უკვე თვითდასაქმებულია. ისინი კმაყოფილები არიან იმის გამო, რომ ახალი პროფესიის შესწავლასთან ერთად შეუძლიათ საკუთარი საქმის დაწყება და თავიანთი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)