ბედნიერი დღეები სითბოში, სიმყუდროვეში, კომფორტში!

ისინი ჩამოიყვანეს დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან, სადაც  ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრი მოქმედებს.

ი. 37 წლის ოჯახში ყველაზე უფროსი იყო. მამას ეხმარებოდა დების და ძმების მოვლაში მას შემდეგ, რაც დედამ ოჯახი მიატოვა. ბავშვობიდან გამოიარა განსაცდელი და მიიღო ტრავმები. ორჯერ გათხოვდა. ძალადობის მსხვერპლია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დისშვილის მეურვეა. თავადაც მეორე შვილი პრობლემური ჰყავს - სამშობიარო ტრავმებით. ეს არის ოჯახი, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში სამ ბავშვთან ერთად ის 10 დღე იმყოფებოდა. ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობდა კომპლექსური ყოველდღიური  ფსიქორეაბილიტაცია. ძალადობის მსხვერპლთან აქტიურად მუშაობდნენ ფსიქოლოგი, იურისტი და სოციალური მუშაკი. პირველად ჩაერთო პედაგოგი, რომელიც ბავშვებით იყო დაკავებული  – თამაშობდა მათთან, ატარებდა სხვადასხვა აქტივობას.

გამგზავრების წინ ქალმა აღნიშნა: - მადლობა ჩემი ცხოვრების  ბედნიერი დღეებისთვის სითბოში, სიმყუდროვეში, კომფორტში! ასეთი ყურადღება არასოდეს მიგრძვნია, მადლიერების სიტყვებს ვერ ვპოულობ ჩემი და ჩემი ბავშვების ამ დაუვიწყარი დღეეების და ყველა მხრივ გაწეული დახმარების გამო. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები